Jump to content

Recommended Posts

Posted

გასული წლის დეკემბერში Raja Koduri-მ განაცხადა, რომ Intel-ის კვლევითმა ცენტრმა მიაღწია მნიშვნელოვან წინსვლას Intel Xe თაობის ახალი მსხვილკრისტალიანი გრაფიკული გადაყვეტილებების შექმნაში. ამჟამად Intel წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტს, რომელიც კონსტრუქციით გვაონებს LGA სოკეტის მქონე პროცესორს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Intel Graphics 

ცნობილია, რომ Intel-ი დიდ ფსონს დებს Xe სერიის გრაფიკულ პროცესორებზე, რომლებიც მომხმარებლებს შესთავაზებენ უნიფიცირებულ არქიტექტურას თითქმის ყველა საბაზრო სეგმენტში - ინტეგრირებული მასიური პროცესორების გრაფიკიდან დაწყებული სუპერკომპიუტერებით დამთავრებული. ამ სფეროს ხელმძღვანელობა AMD-ის გრაფიკული ქვგანყოფილების ყოფილ ხელმძღვანელ რაჯა კოდურის დაეკისრა. კოდურიმ ომენტარი გააკე Intel-ის პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე, რომლებზეც დართული იყო ანოტაციები იმ სირთულეების შესახებ, რაც დაკავშირებულია თვითიზოლაციის პირობებში ათეულობით მილიარდი ტრანზისტორის მქონე ნახევრადგამტარი კრისტალების შექმნასთან. რაჯა კოდური პროცესორების ცნობილ არქიტექტორ ჯიმ კელერთან ერთად ფოტოებზე წარდგა დამცავი ნიღბით, რაც ადასტურებს ფოტოების სიახლეს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Twitter, Intel Graphics 

მთავარი სიახლე ფოტო, სადაც გამოსახულია ერთი და იმავე პროცესორის ორი ეგზემპლარი LGA სოკეტით, რომელიც ერთდროულად ორივე მხარეს ჩანს. „მასშტაბის საზომად“ გამოყენებულია სტანდარტული AA ტიპის ელემენტი. კოდურიმ განაცხადა, რომ ეს პროდუქტი კარგი იქნება როგორც ხელოვნური ინტელექტის სისტემების მუშაობის აჩქარებისთვის, ასევე „საველე ფრონტზე“ -  ანუ თამაშებში, თუკ მის ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ. 

რა თქმა უნდა, თუ საუბარი ეხება ფლაგმანურ გრაფიკულ პროცესორს, იგი სერიულ პროდუქტებში გამოყენებული არ იქნება ასეთი კონსტრუქციით. დიდი ალბათობით პროტოტიპის სტადიაზე იგი დაემსგავსება LGA სოკეტიან ცენტრალურ პროცესორს  გამოცდის მოსახერხებლობის მიზნით. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.