Jump to content

Recommended Posts

Posted

ცოტა ხნის წინ გავცელდა ცნობა, რომ iPhone 12-ის გამოშვება გადაიდო, თუმცა ინტერნეტ-წყაროები აგრძლებენ საზოგადოების დაინტრიგებას Apple-ის ახალი სმარტფონების შესახებ ინფორმაციებით. ინსაიდერ Jon Prosser-ის ინფორმაციით, რომელმაც ახალი iPhone SE-ს გამოსვლის ზუსტი თარიღი დაასახელა, ცნობილი ხდება, რომ iPhone 12-ის ფასები ამჟამად არსებული თაობის მოდელების ფასის დონის იქნება. 

image.jpeg 

წყარო გვაცნობებს, რომ ჯამში გაძვირდება მხოლოდ საბაზისო მოდელი iPhone 12. იგი ჩაანაცვლებს ამამად არსებულ 6.1-დუიმიან iPhone 11-ს, რომელიც ღირს 699 აშშ დოლარი. iPhone 12-ის მიახლოებითი ფასი კი იქნება 749 აშშ დოალრი. 

image.png 

ცნობილია, რომ ასევე გამოვა კომპაქტური 5.4-დუიმიანი iPhone 12 მოდელი ორი უკანა კამერით. Prosser-ის ინფორმაციით მისი ფასი 649 აშშ დოლარი იქნება. ინფორმატორი მიგვითითებს, რომ სამომავლო iPhone-ების შესახებ ცნობები მან მიიღო იმავე წყაროსგან, რომელმაც აცნობა  iPhone SE-ს ანონსის თარიღი. 

მოდელი iPhone 12 Pro, რომელსაც სამი ძირითადი კამერა ექნება და შერეული რეალობის გაუმჯობესებული ფუნქცია, ფასდება 999 აშშ დოლარად. 

უფროსი ვერსია iPhone Pro Max წარმოდგენილი იქნება უფრო დიდი ეკრანით და გაიყიდება 1099 აშშ დოლარად. 

ყველა სმარტფონი აგებული იქნება ახალ მობილურ პროცესორ Apple A14 Bionic-ზე, ექნებათ OLED-ეკრანები და 5G უსადენო კავშირის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.