Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კრიპტოვალუტა Bitcoin SV-ის უკან მდგომი ორგანიზაცია Bitcoin Association-ის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად Bitcoin-ის ფორკის სატესტო ქსელში წამში 1300 ტრანზაქცია დამუშავდა. 

სიჩქარის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო 6400 ტრანზაქცია წამში. ქსელი Bitcoin SV Scaling Test Network (STN) შექმნილია კრიპტოვალუტის მასშტაბირების ფარგლების ტესტირებისთვის. 

„VISA-ს ქსელი, რომელიც დიდი ხანია განიხილება, როგორც საგადახდო პროცესების ოქროს სტანდარტი, წამში საშუალოდ 1700 ტრანზაქციას ამუშავებს“ -  ნათვამია ანგარიშში. 

STN-ში დამუშავებული ბლოკის მაქსიმალური ზომა შეადგენდა 1.92 გბ-ს და შეიცავდა 7877 ტრანზაქციას. 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2020 წლის თებერვალში BSV-ის ბლოკის საშუალო ზომა 2 მბ-ს შეადგენდა, Bitcoin-ის შემხვევაში ეს ზომა იყო 1.05 მბ, BCH-ისა კი - 10 მბ. დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვმა გადააჭარბა 588 ათასს, გასული წლის ნოემბერში ეს მაჩვენებელი 348 ათასი იყო. ორგანიზაციაში თვლიან, რომ Bitcoin SV ქსელი ყველაზე შემოსავლიანი გახდა მაინერებისთვის ტრანზაქციების მხრივ. 

Bitcoin Association აცხადებს, რომ ბლოკზე დამუშავებული ტრანზაქციების რიცხვი საშუალოდ 4127-ს შეადგენს. Bitcoin-ის მაჩვენებელი 2276 ტრანზაქციას მოიცავს, BCH კი - 305-ს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.