Magdalena Posted April 30, 2020 Posted April 30, 2020 კომპანია HP-მ გამოშვებისთვის მოამზადა განახლებული პორტატული კომპიუტერი Omen 15, რომლის დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმია. კომპანიამ განახლებული ლეპტოპის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა თავის რეგიონალურ ბრიტანულ ვებ-გვერდზე. ლეპტოპს საფუძვლად უდევს პროცესორი AMD Ryzen 7 4800H, რომელსაც აქვს რვა ბირთვი და ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობა. ნომინალური ტაქტის სიხშირე 2.9 გიგაჰერცია, მაქსიმალური - 4.2 გჰც. გრაფიკული ქვესისტემა აღჭურვილია დისკრეტული ამაჩქარებლით - NVIDIA GeForce RTX 2060. DDR4-3200 SDRAM ოპერატიული მეხსიერების მოცულობა საბაზისო კონფიგურაციაში 16 გიგაბაიტს შეადგენს. განახლებულ პორტატულ კომპიუტერ Omen 15-ს აქვს Bang & Olufsen-ის ხარისხიანი აუდიოსისტემა. მოწყობილობას ექნება ფერადი განათების მქონე კლავიატურა მარჯვენა ნაწილში ციფრული ღილაკების ბლოკის გარეშე. ახალ ლეპტოპ HP Omen 15-ს აქვს სწრაფი PCIe NVMe M.2 SSD, რომლის მოცულობა 512 გიგაბაიტს შეადგენს. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. განახლებული HP Omen 15-ის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 1200 ფუნტად (დაახლოებით 1492 აშშ დოლარი). https://bit.ly/2YgJIZu Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.