Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP-მ გამოშვებისთვის მოამზადა განახლებული პორტატული კომპიუტერი Omen 15, რომლის დისპლეის დიაგონალი 15.6 დუიმია. კომპანიამ განახლებული ლეპტოპის შესახებ ცნობა გამოაქვეყნა თავის რეგიონალურ ბრიტანულ ვებ-გვერდზე. 

image.jpeg 

ლეპტოპს საფუძვლად უდევს პროცესორი AMD Ryzen 7 4800H, რომელსაც აქვს რვა ბირთვი და ინსტრუქციის 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობა. ნომინალური ტაქტის სიხშირე 2.9 გიგაჰერცია, მაქსიმალური - 4.2 გჰც. 

გრაფიკული ქვესისტემა აღჭურვილია დისკრეტული ამაჩქარებლით - NVIDIA GeForce RTX 2060. DDR4-3200 SDRAM ოპერატიული მეხსიერების მოცულობა საბაზისო კონფიგურაციაში 16 გიგაბაიტს შეადგენს. 

image.jpeg 

განახლებულ პორტატულ კომპიუტერ Omen 15-ს აქვს Bang & Olufsen-ის ხარისხიანი აუდიოსისტემა. მოწყობილობას ექნება ფერადი განათების მქონე კლავიატურა მარჯვენა ნაწილში ციფრული ღილაკების ბლოკის გარეშე. 

image.jpeg 

ახალ ლეპტოპ HP Omen 15-ს აქვს სწრაფი PCIe NVMe M.2 SSD, რომლის მოცულობა 512 გიგაბაიტს შეადგენს. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. 

განახლებული HP Omen 15-ის შეძენა შესაძლებელია დაახლოებით 1200 ფუნტად (დაახლოებით 1492 აშშ დოლარი). 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.