Magdalena Posted April 29, 2020 Posted April 29, 2020 პროგრამული კოდის განახლებაში ბლოგერებმა აღმოაჩინეს, რომ ანონსისთვის მზადდება 7-ნანომეტრიანი პროცესორები Intel Meteor Lake, რომლებიც 2022 წელზე ადრე ვერ გამოვა. ფოტოს წყარო: Intel როგორც ჩანს, ამ პროცესორებში გამოყენებული იქნება Golden Cove მიკროარქიტექტურა. Intel-ის ხელმძღვანელობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2022 წლისთვის კომპანია დაეყრდნობა ფართო ასორტიმენტის 7-ნანომეტრიან პროდუქციას. არ უნდა გამოირიცხოს, რომ მასში შევა სამომხმარებლო Meteor Lake პროცესორებიც. Intel-ის პირველი პროდუქტი, რომელიც 2021 წლის ბოლოს 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესს აითვისებს, იქნება გამოთვლების ამაჩქარებელი Ponte Vecchio. რიგით მეორე პროდუქტი 2022 წლისთვის კი იქნება სერვერული პროცესორი Granite Rapids. Meteor Lake პროცესორებში სავარაუდოდ გამოყენებული იქნება LGA 1700 კონექტორი და მრავალკრისტალიანი სტრუქტურა. https://bit.ly/2VKZNVJ 1
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now