Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-მ განაცხადა, რომ 14 მაისს ჩაატარებს ავის მავარ ყოველწლიურ ღონისძიებას -  კონფერენცია GTC-ს (GPU Technology Conference), რომელიც თავდაპირველად 23 მარტისთვის იყო დაგეგმილი. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში წარიმართება, თუმცა ეს არ იქნება პირდაპირი ტრანსლაცია -  რეალურად ვიხილავთ ჩანაწერს. 

image.jpeg 

NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ „ღონისძიებაზე წარდგება კომპანიის ბოლო ინოვაციური მიღწევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში, მაღალი წარმადობის გამოთვლაში, მონაცემთა დამუშავებაში, ავტონომიურ მანქანებში, ჯანდაცვასა და გრაფიკაში“. კონფერენციის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება RTX 3000 სერიის გრაფიკული ჩიპების ანონსი, თუმცა ინტერნეტ-რესურს TechRadar-ის ექსპერტები თვლიან, რომ მათი წარდგენა GTC 2020-ზე არ შედგება. 

image.jpeg 

windowscentral.com 

მათ ნაცვლად ტექნოლოგიური გიგანტი სავარაუდოდ წარადგენს ახალი თაობის სერვერულ ჩიპებს, რომლებიც 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით იქნება დამზადებული. მათი მახასიათებლები წარმოდგენას შეგვიქმნის, თუ რას უნდა ველოდოთ სამომავლო თაობის სამომხმარებლო NVIDIA GeForce ვიდეო დაფებისგან. 

როდესაც კომპანიამ 23 მარტს დაგეგმილი ღონისძება გადადო, მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ NVIDIA-მ მოამზადა შესანიშნავი პროდუქტები, რომელთა შესახებ დეტალები კონფერენციაზე გახდება ცნობილი. ღონისძიების ტრანსლირება მოხდება NVIDIA-ს ოფიციალურ YouTube-არხზე. 

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.