Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ დიდი ალბათობით მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს განახლებულ სპორტულ ელექტრომობილ Tesla Roadster-სა და ელექტრო სატვირთო Tesla Semi-ს. ორივე მოდელი კომპანიამ 2017 წელს დააანონსა. 

image.jpeg 

ადრე ოფიციალურ პრეზენტაციაში მანქანათმშენებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ Tesla Semi 2019 წელს გამოვიდოდა, თუმცა სატვირთოს სერიული წარმოება 2020 წლის ბოლოსთვის გადადო. ამასთან, ცნობილია, რომ თავდაპირველად ელექტრო სატვირთოები მცირე პარტიებად გამოვა. 

Tesla-ს ოფიციალურად არასდროს გადაუდია Tesla Roadster-ის გამოშვება, მასკმა გასულ წელს განაცხადა, რომ ეს არ გახლავთ პრიორიტეტი და მიგვანიშნა, რომ მისი წარმოება შესაძლოა 2020 წელზე უფრო გვიანი პერიოდისთვის გადაიდოს.  

image.jpeg 

ერთ-ერთმა გამომწერმა Twitter-ზე აღნიშნა, რომ კომპანია ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს Tesla Roadster-ისა და Tesla Semi-ს შესახებ და Tesla-ს გენერალურ დირექტორს ჰკიხა, ხომ არ ამზადებს განახლებას ამ ელექტრომობილებისთვის. საპასუხოდ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დიდი ალბათობით ამ სატრანსპორტო საშუალებებისთვის განახლებას მიმდინარე წლის მიწურულს გამოუშვებს. სამწუხაროდ, მასკმა არ დააკონკრეტა კომპანიის სამომავლო გეგმები ამ ელექტრომობილებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, პანდემიის გამო გამოშვების გრაფიკი კორექტირებას მოითხოვს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.