Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) სპეციალისტებმა NASA-ს მონაცემებისა და მთვარის პლანეტარული ინსტიტურის დახმარებით შექმნეს მთვარის პირველი დეტალური გეოლოგიური რუკა, რომელიც საშუალებას იძლევა ყოველი მხრიდან დავათვალიეროთ ჩვენი თანამგზავრი. 1:5 000000 მასშტაბის რუკას ფერადი კოდირება აქვს, რაც ამარტივებს გეოლოგიური ობიექტების იდენტიფიკაციას, მათ შორის სხვადასხვა ტიპის კრატერის, დაბლობების და ა.შ. 

image.jpeg 

მუშაობის პროცესში მეცნიერები ეყრდნობოდნენ მონაცემებს, რომლებიც მიებულ იქნა Apollo-ს მისიების პერიოდში შექმნილი რეგიონალური რუკებიდან. ამ მონაცემებს მკვლევარებმა დაუმატეს უფრო თანამედროვე თანამგზავრული კვლევის შედეგებიც. რუკების ძველი ეგზემპლარები გადაიწერა ისე, რომ მათზე ასახულიყო მცირე ხნის წინანდელი მისიებიდან მიებული მონაცემები, თანაც შენარჩუნებულიყო წარსულის ღირებული შენიშვნები. ახალი რუკის შესადგენად გამოყენებულ იქნა დიდი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის ცნობები პროგრამა Lunar Orbiter-ისა და იაპონური მისია SELENE-დან. 

მთვარის ახალი რუკა ღირებულია არა მხოლოდ მეცნიერებისა და ასტრონავტებისთვის, არამედ სარგებლობას გაუწეს ფართო მასებსაც. მაგალიად, მისი გამოყენება შეუძლიათ სკოლისა და უმაღლესის სასწავლებლის მასწავლებლებს. მაშინაც კი, თუკი ასტრონომია და გეოლოგია არ არის სტუდენტებისთვის სპეციალიზებული საგნები, მთვარის რუკა მათ მეტ ცოდნას მისცემს დედამიწის თანამგზავრის შესახებ.  გარდა მისა, სამომავლოდ რუკა შეიძლება სასარგებლო იყოს მთვარის სხვადასხვა რეგიონის გეოლოგიის უფრო დეტალური შესწავლისთვის, აგრეთვე იმ ადგილების იდენტიფიცირებისთვის, სადაც ასტრონავტებს შეეძლებათ კვლევითი საქმიანობის წარმართვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.