Magdalena Posted April 27, 2020 Posted April 27, 2020 Bitcoin-ის ფასის ამჟამინდელ ზრდას მოყვა ქსელში აქტიურობის ამაღლება. Glassnode-ის მონაცემებით აქტიური მისამართების რიცხვი 2019 წლის ივლისის მაჩვენებლების დონემდე გაიზარდა. მოცემულ ანალიზში გათვალისწინებული არ არის რამდენიმე მისამართის მქონე საფულეები, რომლებიც ერთსა და იმავე მომხმარებელს ეკუთვნის, რაც ქსელში აქტიურობის უფრო მკაფიო სურათს იძლევა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში Bitcoin-ის ფასმა 13 ათას აშშ დოლარს ზევით აიწია. Glassnode-ის ანალიტიკოსების აზრით აქტიურობის ამჟამინდელი მატება შესაძლოა მიუთითებდეს იმას, რომ ბაზარზე ახალი ინვესტორები შემოდიან. ტრადიციულ ბაზრებზე კვლავ გაურკვევლობაა, Bitcoin-ი კი, როგორც ნავთობსა და სხვა კლასიკურ აქტივებზე ფასის ვარდნის წინააღმდეგ hedge-ირების ინსტრუმენტი, უფრო მიმზიდველი ხდება. სულ ახლახანს Bitcoin-ის ფასმა 7750 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 100%-იან ზრდას შეადგენს 13 მარტის მინიმუმიდან. სტატიის წერის მომენტში პირველი კრიპტოვალუტა დაახლოებით 7570 აშშ დოლარად იყიდებოდა. https://bit.ly/3eRRQ8H
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now