Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

Xiaomi- ქრაუდფანდინგ-პლატფორმა Youpin-ზე მიმდინარეობს თანხის შეგროვება დასაკეცი ელექტრო ველოსიპედ HIMO Z16-ის გამოშვებისთვის. 

ველოსიპედს აქვს 10 000 მა/სთ მოცულობის ლითიუმ-იონური აკუმულატორი, რომლის მოხსნა და შეცვლა შესაძლებელია ისევე, როგორც ავტომობილის შემთხვევაში. როგორც მწარმოებელი აცხადებს, სრულად დამუხტული ბატარეა უზრუნველყოფს დაახლოებით 80 კმ მანძილის გავლას, თუმცა ველოსიპედის გამოსვლამდე ცვლილებები მოსალოდნელია.  
HIMO Z16-ის კონსტრუქცია სამ ნაწილად იყოფა: საჭე, ცენტრალური ნაწილი და მუხრუჭები. ამგვარი დაყოფის წყალობით შესაძლებელია ველოსიპედის დაკეცვა, იგი გახდება ბევრად კომპაქტური და შესაძლებელი იქნება მისი გადატანა ავტომობილის საბარგულით. 

image.png 

image.png 

ველოსიპედი დაახლოებით 22.5 კილოგრამს იწონის და შეუძლია 100 კგ-მდე წონის ადამიანის ტრანსპორტირება, აქვს სიჩქარის სამი რეჟიმი, მაქსიმალური სიჩქარეა 25 კმ/სთ. 

რაც შეეხება დისპლეის, HIMO Z16-ს ექნება IPX7 სტანდარტით წყლისა და მტვრისგან დაცული LCD დისპლეი, რომელზეც აისახება სხვადასხვა ინფორმაცია: არსებული სიჩქარე, ველოსიპედის ჯამური გარბენი, ბატარეის დამუხტვის დონე და ცნობები შესაძლო გაუმართაობის შესახებ. დამუხრუჭება ხორციელდება ორმაგი დისკური სამუხრუჭე სისტემით, საბურავები ცვეთისადმი მდგრადია და დიდხანს ძლებს. 

image.png 

ჯერჯერობით, სანამ ქრაუდფანდინგი მიმდინარეობს, HIMO Z16-ის ფასი 352 აშშ დოლარია, რაც არც ისე ძვირია ასეთი მახასიაებლების მქონე ველოსიპედისთვის. შეკვეთისას მომხმარებელი შეძლებს არჩევანი გააკეთოს ყვითელ, თეთრ ან ცისფერ ვარიანტებს შორის. 

 
image.png 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.