Magdalena Posted April 27, 2020 Posted April 27, 2020 Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა გაამხილა გეგმის გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში Cybertruck Gigafactory-ის მშენებლობას. ეს იქნება ქარხანა, სადაც დაიწყება ელექტროპიკაპის წარმოება. მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში ადგილს ეძებს ახალი Cybertruck Gigafactory ქარხნის მშენებლობისთვის, რამდენიმე შტატმა და ქალაქმა შეიტანა განაცხადი, რომ კომპანიის ყურადღება თავიანთ რეგიონზე მიაპყრონ. კერძოდ, ჯოპლინის ხელისუფლებამ Tesla-ს შესთავაზა მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის შემცირებული საგადახდო განაკვეთი, რაც მას 1 მლრდ აშშ დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს. მასკმა არ დააკონკრეტა რომელ რეგიონს განიხილავს Tesla ამჟამად, თუმცა ადრე ახსენა ტეხასი და ლოკაციები კიდევ სამ შტატში - ადგილები, სადაც კომპანიის მეორე ქარხანა უნდა აშენდეს. რაც შეეხება ტეხასს, დიდი ალბათობით საუბარი ოსტინს ეხება. როდესაც მასკს ჰკითხეს, რჩება თუ არა ოსტინი ქარხნის სამშენებლო გეგმაში მოწინავე ადგილას, მან დადებითი პასუხი გასცა. ამასთან, გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ტეხასი ერთადერთი ვარიანტი არ არის და ქარხანა შესაძლოა სხვა ადგილზეც აშენდეს. ადრე მასკმა განაცხადა, რომ ახალ ქარხანაში ასევე მოხდება Model Y ელექტრომობილების წარმოებაც, რათა დაკმაყოფილდეს ელექტრო ქროსოვერებზე მოთხოვნა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე. https://bit.ly/3ePe6zL
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now