Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ARM ამჟამად დომინირებს მობილური მოწყობილობების ბაზარზე და აპირებს მნიშვნელოვანი წილი დაიკავოს დესკტოპ კომპიუტერების სეგმენტშიც. პირველი ასეთი მოწყობილობა გახლდათ Microsoft  Surface Pro X, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო: კომპანია Apple-იც აპირებს წარადგინოს MacBook ARM-არქიტექტურის ბაზაზე არსებული პროცესორით. 

image.png 

Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად Apple გამოუშვებს სულ მცირე ერთ Mac-ს მაინც ARM პროცესორით 2021 წელს, კომპანიას გეგმაში აქვს ეტაპობრივად თქვას უარი Intel-ის პროცესორების გამოყენებაზე. ეს ინიციატივა, სახელად Kalamata, გულისხმობს სამი ახალი ჩიპის დამზაებას SoC A14 გაფართოებული ვერსიის ბაზაზე, რომელიც გამოყენებული იქნება iPhone 12-სა და მომდევნო თაობის iPad-ში. 

ამ ჩიპებიდან პირველს აქვს 12-ბირთვიანი პროცესორი, რომელიც შეიცავს ო ენერგოეფექტურ ბირთვ „Icestorm“-სა და რვა მაღალი წარმადობის ბირთ Firestorm“-ს. ყველა ახალი ჩიპი დამზადება კომპანია TSMC-ის მიერ 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, მასობრივი წარმოება მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. ინსაიდერები აცხადებენ, რომ Apple-ის პირველი Mac ARM-ის ბაზაზე წარდგება, როგორც საბაზისო დონის მოწყობილობა და იქნება 2019 წელს გამოსული 12-დუიმიანი MacBook-ის მსგავსი. 

image.png 

Apple-ის სტრატეგიას რამდენიმე აშკარა უპირატესობა აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანია შეძლებს Intel-ზე დამოკიდებულების შემცირებას, რომლის პროცესორების გამოშვების არასტაბილურმა გრაფიკმა წარმადობის მხოლოდ უმნიშვნელო ზრდა განაპირობა. გარდა ამისა, ARM პროცესორები უფრო ენერგოეფექტურ და მათი  მეშვეობით Apple შეძლებს 40-60%-ით შეამციროს დანახარჯები. შესაბამისად, კომპანია შემოგვავაზებს საბაზისო დონის MacBook-ს იმაზე უფრო იაფად, ვიდრე წინა MacBook Air-ს, რაც განაპირობებს Mac-კომპიუტერების გაყიდვების 50%-იან მატებას. 

რაც შეეხება Intel-ს, იგი უკვე ჩამორჩება AMD-ს პროცესორების ბაზარზე, ამიტომ Apple-ის მიერ ARM-არქიტექტურაზე აქცენტის გადატანა მისთვის კიდევ ერთი დარტყმა იქნება. Apple-მა აგრეთვე შეიძინა Intel-ის მოდემების ბიზნესი, შედეგად Intel-მა შესაძლოა დაკარგოს ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი სამომახმარებლო სეგმენტში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.