Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთდაფიანი კომპიუტერების რიგს კიდევ ერთი მოწყობილობა შეემატა: დაანონსდა ODROID-C4, რომლის შეკვეთა შესაძლებელია 50 აშშ დოლარად (იხ. ბმულზე: https://bit.ly/3avEmMj) 

image.jpeg 

კომპიუტერს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პოპულარულ მინი-კომპიუტერ Raspberry Pi 4-ს. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Amlogic პროცესორ S905X3-ის სახით. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და გრაფიკულ ამაჩქარებელს - ARM Mali-G31MP2 GPU, რომელსაც აქვს OpenGL ES 3.2, Vulkan 1.0 და OpenCL 2.0 მხარდაჭერა. 

DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის შესაძლებელია 8-დან 64 გბ-მდე მოცულობის eMMC ფლეშ-მოდულისა და microSD ბარათის გამოყენება. 

image.jpeg 

ODROID-C4-ის აღჭურვილობა მოიცავს Gigabit Ethernet ქსელურ ადაპტერ  Realtek RTL8211F-ს კონტროლერის ბაზაზე. ხელმისაწვდომ კონექტორებს შორისაა ოთხი პორტი USB 3.0, ერთი Micro-USB 2.0 OTG პორტი, HDMI ინტერფეისი გამოსახულებისთვის, აგრეთვე RJ45 ქსელური სადენისთვის. 

კომპიუტერის გაბარიტები 85×56 მილიმეტრია. გაგრილებას უზრუნველყოფს პასიური სისტემა ალუმინის რადიატორით. მოწყობილობის წონა 59 გრამს შეადგენს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.