Magdalena Posted April 24, 2020 Posted April 24, 2020 ერთდაფიანი კომპიუტერების რიგს კიდევ ერთი მოწყობილობა შეემატა: დაანონსდა ODROID-C4, რომლის შეკვეთა შესაძლებელია 50 აშშ დოლარად (იხ. ბმულზე: https://bit.ly/3avEmMj) კომპიუტერს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს პოპულარულ მინი-კომპიუტერ Raspberry Pi 4-ს. მოწყობილობას საფუძვლად უდევს აპარატული პლატფორმა Amlogic პროცესორ S905X3-ის სახით. ეს ჩიპი შეიცავს ოთხ ARM Cortex-A55 ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გჰც და გრაფიკულ ამაჩქარებელს - ARM Mali-G31MP2 GPU, რომელსაც აქვს OpenGL ES 3.2, Vulkan 1.0 და OpenCL 2.0 მხარდაჭერა. DDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 4 გიგაბაიტს შეადგენს. მონაცემთა შენახვისთვის შესაძლებელია 8-დან 64 გბ-მდე მოცულობის eMMC ფლეშ-მოდულისა და microSD ბარათის გამოყენება. ODROID-C4-ის აღჭურვილობა მოიცავს Gigabit Ethernet ქსელურ ადაპტერ Realtek RTL8211F-ს კონტროლერის ბაზაზე. ხელმისაწვდომ კონექტორებს შორისაა ოთხი პორტი USB 3.0, ერთი Micro-USB 2.0 OTG პორტი, HDMI ინტერფეისი გამოსახულებისთვის, აგრეთვე RJ45 ქსელური სადენისთვის. კომპიუტერის გაბარიტები 85 × 56 მილიმეტრია. გაგრილებას უზრუნველყოფს პასიური სისტემა ალუმინის რადიატორით. მოწყობილობის წონა 59 გრამს შეადგენს. https://3dnews.ru/1009248 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.