Magdalena Posted April 23, 2020 Posted April 23, 2020 ანალიტიკური კომპანიები აგრძელებენ პროგნოზირებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მსოფლიო ბაზართან დაკავშირებით. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების ზრდაა, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა სხვადასხვა წარმოებას. უახლესი სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მთელ მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი დაახლოებით 2.6 მილიონია. რეგისტრირებულია უკვე თითქმის 180 ათასზე მეტი ლეტალური შემთხვევა. კომპანია IDC პროგნოზირებს, რომ მიმდინარე წელს პანდემიის ნეგატიური ეფექტი ინფორმაციული ტექნოლოგიების გლობალური ბაზრის ფაქტობრივად ყველა სეგმენტზე აისახება. გარკვეული სახის წარმოება დაზარალდება უფრო მეტად, ნაწილი კი - ნაკლებად. დანახარჯების ყველაზე დიდი შემცირება მოსალოდნელია სამგზავრო გადაზიდვების სფეროში, პერსონალურ და სამომხმარებლო სერვისებში. ამ სფეროებში შემოსავლის შემცირება წლიური გამოთვლებით 5% და მეტი იქნება. IT-ინდუსტრიის სფეროში მოსალოდნელია 3%-იანი ვარდნა. იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სფეროში არსებული დანახარჯები დაახლოებით 400 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, დანაკარგები მეტად თვალშისაცემი იქნება. ამავდროულად, კომპანიების თანამშრომლების დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანისა და მოქალაქეების თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღების გათვალისწინებით IT ბაზრის გარკვეულ სეგმენტებში ზრდა დაფიქსირდება. ეს ეხება ტელეკომუნიკაციებს, პროფესიულ მომსახურებებს, სახელმწიფო ელექტრონულ სერვისებს. ზოგადად, გლობალური IT ბაზარი 2020 წელს 2,7% -ით შემცირდება პანდემიამდე მოსალოდნელი 5.1%-იანი ზრდის ნაცვლად. https://3dnews.ru/1009120
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now