Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ვიეტნამში დაფუძნებულმა სააგენტო Future.Travel-მა გადახდის შესაძლებლობების ჩამონათვალი შეავსო მეორე დონის Bitcoin Lightning Network-ით. მისი წყალობით შემცირდება დაჯავშნილი სასტუმროებისა და ავიაბილეთების საფასური, ნათქვამია პრეს-რელიზში. 

Lightning Network-ის ტექნიკური მხარდამჭერია კანადური კომპანია Neutronpay. მისი მულტისავალუტო პლატფორმის გამოყენებით Future.Travel შეძლებს კრიპტოვალუტის მიღებას და დააკონვერტირებს მას გაყიდვის მომენტში არსებული ვიეტნამური დონგის კურსში. 

ამჟამად Lightning Network-ის დახმარებით განხორციელებული ერთჯერადი გადახდის ღირებულება 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შემოიფარგლება. 

შესაძლებლობა - შევთავაზოთ მომხმარებელს უსაფრთხ ფინანსური ტრანზაქციები რეალური დროის რეჟიმში - ეს არის მავარი პრობლემა მზარდ ონლაინ-ბიზნესში, რომელსაც ხალხი უნდა ენდოს. Lightning Network -  ეს გახლავთ მომდევნო ნაბიჯი ხარჯისა და დროის შემცირებისთვის“ - განაცხადა Future.Travel-ის გენერალურმა დირექტორმა დევიდ უოტსონმა. 

მისი თქმით, Lightning Network-ის დანერგვასთან აკავშირებული მოლაპარაკებები წელიწადნახევრის წინ დაიწყო და ამ პროტოკოლის მეშვეობით განხორციელებულ ტრანზაქციებს უპირატესობა გააჩნია საკრედიტო ბარათებთან შედარებით, ასევე არ ეკისრება რაიმე სახის დამატებითი საკომისიო, გარდა ამისა, აღმოფხვრილია საბანკო თაღლითობის რისკი. 

Future.Travel უკვე ახორციელებს გადახდებს Bitcoin-ით, ასევე დაემატა LTC-ის, BCH-ისა და ETH-ის მხარდაჭერა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.