Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ელექტრო პიკაპ Tesla Cybertruck-ს „გარკვეული დროით ცურვის“ შესაძლებლობაც ექნება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს გადალახოს მცირე არხები მანქანის დაზიანების გარეშე. 

image.jpeg 

უნდა აღინიშნოს, რომ ილონ მასკი უკვე დიდი ხანია ფრთხილად, მაგრამ მაინც აქებს თავის სატრანსპორტო საშუალებას და განიხილავს მას, როგორც „ნავის მოვალეობის შემსრულებელს“ დროის მოკლე მონაკვეთში. 

რამდენიმე წლის წინ რესურს Electrek-მა განაცხადა, რომ Tesla Model S-მა გაიარა დატბორილი გვირაბი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით მაშინ მასკმა განაცხადა: „ჩვენ არ ვიძლევით მსგავსი რამის გაკეთების რეკომენდაციას, თუმცა Model S საკმაოდ კარგად ცურავს და მცირე დროით შესაძლებელია მისი, როგორც ნავის გამოყენება. გაწევა საბურავების ბრუნვის მეშვეობით ხდება“. მასკმა თქვა, რომ ელექტრომობილების ნაწილი, სადაც აკუმულატორია განთავსებული, სრულია ჰერმეტულია და მანქანას გარვეული დროის განმავლობაში შეუძლია წყალში გადაადგილება. 

ილონ მასკი გონიერი მარკეტოლოგია. ელექტრომობილი ავტომობილ-ამფიბიად გადაქცევის უნარმა მფლობელებს თავდაჯერებულობა და ნდობა შესძინა მისი კომპანიის ელექტრომობილების მიმართ. 

როდესაც თევზაობის ერთ-ერთმა მოყვარულმა მასკს ჰკითხა, შეუძლია თუ არა Tesla Cybertruck-ს მდინარის გადალახვა რაიმეს დაზიანების გარეშე, მან თავდაჯერებულად უპასუხა: „დიახ, იგი გარკვეული დროის მანძილზე ცურვასაც შეძლებს“. მასკმა ასევე პირობა დადო, რომ Cybertruck-ს ექნება სითბური (თერმო) ტუმბო ისევე, როგორც Model Y-ს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.