Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple მუშაობს Touch ID-ის მქონე ახალ iPad Air-ზე, გეიმინგ კონტროლერზე, AirPods Lite-ზე, 12-დუიმიან MacBook-ზე, AirPods X-ზე, HomePod mini-სა და ბევრ სხვა ინოვაციურ მოწყობილობაზე. 

image.jpeg 

ეს ინფორმაცია გავრცელდა ავტორიტეტული ინსაიდერის მიერ, რომელმაც სწორად გამოთვალა iPhone SE-ს გამოსვლა, ასევე ზუსტად იცოდა მოწყობილობების ფერთა ვარიაციებისა და მეხსიერების მოცულობის შესახებ. iPad Pro 2020-ის გამოსვლის თარიღიც ამ ინფორმატორის მიერ გახდა ცნობილი. 

image.jpeg 

ანონიმურმა წყარომ გაამხილა Apple-ის მომდევნო ნახევარი წლის გეგმები. მაშ ასე, კომპანია წარადგენს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა მესამე თაობის AirPods, AirPods X, AirTags, განახლებული Apple TV, განახლებული iMac, HomePod mini და iPhone 12-ის ოთხი ახალი მოდელი. ამ პროდქტების უმეტესობის გამოსვლა სხვა წყაროებმაც დაადასტურეს. 

ინსაიდერის თქმით, ერთ-ერთ სამომავლო MacBook-ს აუცილებლად ექნება A სერიის Apple-ის პროცესორი. ეს იქნება 12-დუიმიანი MacBook, რომელიც გასულ წელს წრმოებიდან მოიხსნა. Apple-მა შესაძლოა აღადგინოს MacBook-ები ვენტილატორის გარეშე საკუთარი ARM-პროცესორების ბაზაზე, რადგანაც ისინი უზრუნველყოფენ წარმადობასა და გამოყოფილ სითბოს შორის საუკეთესო შეფარდებას Intel-ის პროცესორებთან შედარებით. 

ანონიმური ინფორმატორის ცნობებში ასევე მითითებულია, რომ Apple მუშაობს საკუთარ გეიმინგ-კონტროლერზე. ეს გახლავთ პროდუქტი, რომლის დაანონსებას Apple ახალ Apple TV-სთან ერთად ისურვებდა. iOS 13-სა და iPadOS 13-ს კომპანიამ დაუმატა Xbox-ისა და PlayStation-ის კონტროლერების მხარდაჭერა,  iPad და Apple TV კი კომპანიისთვის რთული ამოცანა იქნება, თუკი კონტროლერს არ ექნება რაიმე სახის ინოვაციური ფუნქცია. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ Apple-ის პროდუქტებზე ცნობები სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდება, კომპანიას ყოველთვის შეუძლია უკანასკნელ წუთს ცვლილებები შეიტანოს თავის გეგმებში. ერთი რამ დანამდვილებით შეიძება იქვას - პანდემიის მიუხედავად Apple-ს წინ დატვირთული წელი ელის, მუდმივად გამოვა ინოვაციური პროდუქტები. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.