Jump to content

Recommended Posts

Posted

ოდიოზურმა ტრეპრენერმა და Bitcoin-ის ახალმა მომხრე  John McAfee-მ დააანონსა ახალი პრივატული კრიპტოვალუტა GHOST-ის გამოშვება Proof-of-Stake პროტოკოლის ბაზაზე. 15 მაისს კრიპტოვალუტის white paper წარდგენილი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე. 

John McAfee-ს თქმით GHOST არის საშუალება „გახდეთ ფანტომი, მოჩვენება ონლაინ-ტრანზაქციების განხორციელებისას“. „ფანტომური“ ტრანზაქციები დადასტურდება ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიის გამოყენების გზით. 

გათვალისწინებულია Ghost-ის airdrop მომხმარებლებისთვის, რომლებიც 25 მაისისთვის იქნებიან ციფრული აქტივების დეცენტრალიზებული  ბირჟა McAfeedex-ის EHS ტოკენების მფლობელები. პროპორციულად მათ შეხვდებათ გამოშვებული მონეტების მეოთხედი. 

John McAfee-ს მოუწია კრიპტოქომიუნითის წევრებთან დისკუსიაში შესვლა და ახსნა, თუ რითი განსხვავდება მისი პრივატული მონეტა უკვე არსებული გადაწყვეტილებებისგან. 

გაცვლის შესაძლებლობა ნამდვილ DEX-ზე, რომელიც არასდროს დაიხურება ” -  ასე აღნიშნა GHOST-ის უპირატესობა მან კონკურენტ Monero-სა და Zcash-ზე. 

image.png 

კრიპტოქომიუნითის წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პლაგიატი დაინახა GHOST-ში - იდეები, რომლებიც უკვე განხორციელდა NIX პლატფორმაზე. 

image.png 

პრივატულობისადმი ინტერესი სულ უფრო მზარდი და ფართო მოვლენა ხდება. შეგახსენებთ, კრიპტოვალუტა Grin-ის დეველოპერმა დევიდ ბრკეტმა შემოიტანა ახალი გეგმა MimbleWimble პროტოკოლის განსახორციელებლად, რომელიც Litecoin-ში დაამატებს მხარდაჭერას "არაინტერაქტიული ოპერაციებისთვის". 

TRON Foundation-ისა და TRONZ-ის დეველოპერების გუნდს აქვს გეგმა, რომ TRX კრიპტოვალუტაში დაინერგოს ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიული ტექნოლოგია (zk-SNARKs) და ამგვარად მიღწეულ იქნას კონფიდენციალურობის „ამ დრომდე არნახული“ დონე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.