Magdalena Posted April 18, 2020 Posted April 18, 2020 ოდიოზურმა ანტრეპრენერმა და Bitcoin-ის ახალმა მომხრე John McAfee-მ დააანონსა ახალი პრივატული კრიპტოვალუტა GHOST-ის გამოშვება Proof-of-Stake პროტოკოლის ბაზაზე. 15 მაისს კრიპტოვალუტის white paper წარდგენილი იქნება პროექტის ვებ-გვერდზე. John McAfee-ს თქმით GHOST არის საშუალება „გახდეთ ფანტომი, მოჩვენება ონლაინ-ტრანზაქციების განხორციელებისას“. „ფანტომური“ ტრანზაქციები დადასტურდება ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიის გამოყენების გზით. გათვალისწინებულია Ghost-ის airdrop მომხმარებლებისთვის, რომლებიც 25 მაისისთვის იქნებიან ციფრული აქტივების დეცენტრალიზებული ბირჟა McAfeedex-ის EHS ტოკენების მფლობელები. პროპორციულად მათ შეხვდებათ გამოშვებული მონეტების მეოთხედი. John McAfee-ს მოუწია კრიპტოქომიუნითის წევრებთან დისკუსიაში შესვლა და ახსნა, თუ რითი განსხვავდება მისი პრივატული მონეტა უკვე არსებული გადაწყვეტილებებისგან. „გაცვლის შესაძლებლობა ნამდვილ DEX-ზე, რომელიც არასდროს დაიხურება ” - ასე აღნიშნა GHOST-ის უპირატესობა მან კონკურენტ Monero-სა და Zcash-ზე. კრიპტოქომიუნითის წევრებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც პლაგიატი დაინახა GHOST-ში - იდეები, რომლებიც უკვე განხორციელდა NIX პლატფორმაზე. პრივატულობისადმი ინტერესი სულ უფრო მზარდი და ფართო მოვლენა ხდება. შეგახსენებთ, კრიპტოვალუტა Grin-ის დეველოპერმა დევიდ ბერკეტმა შემოიტანა ახალი გეგმა MimbleWimble პროტოკოლის განსახორციელებლად, რომელიც Litecoin-ში დაამატებს მხარდაჭერას "არაინტერაქტიული ოპერაციებისთვის". TRON Foundation-ისა და TRONZ-ის დეველოპერების გუნდს აქვს გეგმა, რომ TRX კრიპტოვალუტაში დაინერგოს ნულოვანი ცოდნის კრიპტოგრაფიული ტექნოლოგია (zk-SNARKs) და ამგვარად მიღწეულ იქნას კონფიდენციალურობის „ამ დრომდე არნახული“ დონე. https://forklog.com/dzhon-makafi-vypustit-orientirovannuyu-na-konfidentsialnost-kriptovalyutu-ghost/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.