Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია NVIDIA- RayTracing-ტექნოლოგია რეალურ დროში როგორც ჩანს გრაფიკული ბაზრით არ შემოიფარგლება: კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ ოფიციალურ ფორუმზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად NVIDIA-ს სპეციალისტები იწყებენ პლაგინ NVIDIA RTX Voice-ის ბეტა-ვერსიის ტესტირებას. იგი გამოიყენება RayTracing-ის მხარდაჭერის მქონე ვიდეო დაფებთან და შეუძლია ჩაახშოს ზედმეტი ხმაური ხმოვანი ჩატებიდან და ტრანსლაციებიდან. 

image.jpeg 

იმისთვის, რომ დამოუკიდებლად გაიტესტო ახალი პროდუქტი, საჭიროა საინსტალაციო ფაილის ჩამოტვირთვა ოფიციალური ვებ-გვერდიდან და ინსტალაციის პროცესის განხორციელება, შემდეგ კი საჭიროა გაეშვას RTX Voice აპლიკაცია და გააქტიურდეს მიკროფონის ან დინამიკის ხმის ჩამხშობი. ამის შემდეგ საჭიროა შესვლა აპლიკაციის პარამეტრებში და NVIDIA RTX Voice-ის არჩევა Audio განყოფილებაში მიკროფონისა და დინამიკისთვის. 

მჟამად სრულიად მხარდაჭერილია შემდეგი აპლიკაციები: Google Chrome, Twitch, Discord, OBS Studio, XSplit Gamecaster და Broadcaster. Skype-ის, Slack-ის, Zoom-ისა და WebEx-ის მომხმარებლებს კი შესაძლოა გარკვეული ხარვეზები შეხვდეთ. 

გასათვალისწინებელია, რომ ახალი ფუნქციის გატესტვისთვის საიროა გრაფიკული ადაპტერი NVIDIA RTX (Quadro ან GeForce) აპარატული მხარდაჭერით, ოპერაციული სისტემა Windows 10 და 410.18 (ან უფრო ახალი) ვერსიის დრაივერი. 

  • Upvote 3
Posted

TomsHardware-ზე დაიდო გაიდი, როგორ დავაყენოთ RTX Voice ძველ GPU-ებზე.

მე 1080 Ti-ზე გავტესტე და დგება მშვენივრად. მუშაობითაც ფანტასტიურად მუშაობს - მიკროფონსაც და სპიკერებსაც ძალიან მარტივად ხსნის ფონურ ხმაურს, მაგალითად, კლავიატურის ხმას.

როცა ნოიზ ქენსელეიშენს რთავ, ყოველ შემთხვევაში 10 სერიაზე აშკარად ასეა, GPU/MEM სიხშირე დგება მაქსიმუმზე და ეკონომ რეჟიმში აღარ გადადის. თუმცა, თუ აუდიო ჩანაწერს არ აკეთებ ან მიკროფონს რაიმე აპლიკაცია არ იყენებს, დატვირთვა თითქმის არ არის. აქტიური ჩაწერისას, როგორც დავაკვირდი, დაახლოებით 5-8%-ის ფარგლებში იყო ლოუდი GPU-ზე.

 

აქაა ინსტრუქცია და ვისაც მე-9 სერიის GPU გაქვთ, საინტერესოა მაგაზეც თუ იმუშავებს https://www.tomshardware.com/news/nvidia-rtx-voice-works-fine-on-non-rtx-gpus

  • Like 1
  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.