Magdalena Posted April 17, 2020 Posted April 17, 2020 კომპანია HP-მ განაახლა ZBook ლეპტოპების სერია და წარადგინა მოდელები ZBook Studio და ZBook Create. ახალ ლეპტოპებს კომპანია მიიჩნევს ხელოვანი ადამიანებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებად, რომლებიც მუშაობენ გრაფიკაზე, ფოტოებზე, ვიდეოებსა და ა.შ. ZBook Studio და Create მოდელები ერთმანეთისგან მხოლოდ ვიდეო დაფებით განსხვავდება. ZBook Studio-ს აქვს NVIDIA Quadro სერიის სხვადასხვა პროფესიონალური ამაჩქარებლები ფლაგმანურ Quadro RTX 5000-მდე. ZBook Create კი წარმოდგენილია NVIDIA GeForce ვიდეო დაფებით ფლაგმანურ GeForce RTX 2080 Super-მდე. ლეპტოპების სხვა მახასიათებლები იდენტურია. ZBook-ის ორივე ვარიანტს თხელჩარჩოიანი 15.6-დუიმიანი დისპლეი აქვს. დისპლეი აგებული იქნება OLED ან IPS პანელზე, მაქსიმალური გაფართოებაა 4K-მდე (3840 × 2160 პიქსელი), მაქსიმალური სიკაშკაშე კი 1000 კდ/მ2. მოწყობილობებს ექნება 100%-იანი DCI-P3 ფერთა გამა. ცენტრალური პროცესორის სახით ZBook-ში წარმოდგენილი იქნება Intel-ის სხვადასხვა ჩიპი Comet Lake-H და Intel Xeon თაობიდან. გაგრილებას უზრუნველყოფს გაგრილების სისტემა ამაორთქლებელი კამერით. კომპანია არ აკონკრეტებს ახალი ლეპტოპების ოპერატიული და შიდა მეხსიერების მოცულობას. ნახსენებია მხოლოდ სწრაფი PCIe SSD. ლეპტოპებს ალუმინის კორპუსი აქვთ, რომლის ზომაა 354 × 234,6 × 17,5 მმ. კომპანია აღნიშნავს, რომ ახალი ZBook-ები ყველაზე მაღალი წარმადობის მობილური კომპიუტერებია კორპუსის ზომის გათვალისწინებით. მოწყობილობების ავტონომიური მუშაობის დრო 17.5 საათამდეა. HP ZBook Studio და ZBook Create ლეპტოპები მიმდინარე წლის აგვისტოდან გაიყიდება, მათი ფასი მოგვიანებით დასახელდება. https://3dnews.ru/1008561
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now