Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა გაასაჯაროვა 2020 წლის პირველი კვარტლის მოგების მონაცემები. კომპანიის შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 310.6 მლრდ ტაივანური დოლარი, რაც 2.1%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების ზრდამ 42 % შეადგინა. ყველაზე დიდი მოგება, ამური შემოსავლის 35% კომპანიას მოუტანა გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით ჩიპების წარმოებამ. 

image.jpeg 

კომპანიისთვის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ჩიპების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში მასობრივი წარმოება სრული ძალებით დაიწყება. TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი ერთადერთია, რომელიც მზადაა მასობრივი წარმოების დაწყებისთვის და მოსალოდნელია, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპები კომპანიას წლიური მოგების დაახლოებით 10 %-ს მოუტანს. 

ოფიციალური მონაცემების თანახმად Cortex-A72 ბირთვზე დაფუძნებული 5-ნანომეტრიანი ჩიპი შეძლებს უზრუნველყოს 1.8-ჯერ მეტი სიმძლავრე, 15%-ით მეტი სიჩქარე და 30%-ით ნაკლები ენერგომოხმარება ანალოგიურ 7-ნანომეტრიან პროცესორთან შედარებით. 

image.jpeg 

ახალი ტექნოპროცესი ძირიადად გამოყენებული იქნება A14 Bionic და Kirin 1020 ჩიპსეტების წარმოებაში Apple-ისა და Huawei-სთვის, შესაბამისად. წინასწარი მონაცემების თანახმად პროცესორი Apple A14 Bionic გადალახავს 3 გიგაჰერციან დონეს. რაც შეეხება Kirin 1020 ჩიპს, მის შესახებ არანაირი დადასტურებული ცნობა ჯერჯერობით არ არის, თუმცა არის ვარაუდი, რომ Huawei-ს ახალი მობილური ჩიპსეტი აგებული იქნება Cortex-A78 ბირთვების გამოყენებით. 

Apple A14 Bionic სავარაუდოდ მოხვდება iPhone 12 სერიის სმარტფონებში, HiSilicon Kirin კი წარმოდგენილი იქნება Huawei Mate 40-თან ერთად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.