Magdalena Posted April 17, 2020 Posted April 17, 2020 ჩიპების ტაივანურმა მწარმოებელმა გაასაჯაროვა 2020 წლის პირველი კვარტლის მოგების მონაცემები. კომპანიის შემოსავალმა შეადგინა დაახლოებით 310.6 მლრდ ტაივანური დოლარი, რაც 2.1%-ით მეტია წინა კვარტალთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოგების ზრდამ 42 % შეადგინა. ყველაზე დიდი მოგება, ჯამური შემოსავლის 35% კომპანიას მოუტანა გაუმჯობესებული 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით ჩიპების წარმოებამ. კომპანიისთვის შემდეგ ეტაპს წარმოადგენს ჩიპების წარმოება 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, მოსალოდნელია, რომ წლის მეორე ნახევარში მასობრივი წარმოება სრული ძალებით დაიწყება. TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი ერთადერთია, რომელიც მზადაა მასობრივი წარმოების დაწყებისთვის და მოსალოდნელია, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადებული ჩიპები კომპანიას წლიური მოგების დაახლოებით 10 %-ს მოუტანს. ოფიციალური მონაცემების თანახმად Cortex-A72 ბირთვზე დაფუძნებული 5-ნანომეტრიანი ჩიპი შეძლებს უზრუნველყოს 1.8-ჯერ მეტი სიმძლავრე, 15%-ით მეტი სიჩქარე და 30%-ით ნაკლები ენერგომოხმარება ანალოგიურ 7-ნანომეტრიან პროცესორთან შედარებით. ახალი ტექნოპროცესი ძირითადად გამოყენებული იქნება A14 Bionic და Kirin 1020 ჩიპსეტების წარმოებაში Apple-ისა და Huawei-სთვის, შესაბამისად. წინასწარი მონაცემების თანახმად პროცესორი Apple A14 Bionic გადალახავს 3 გიგაჰერციან დონეს. რაც შეეხება Kirin 1020 ჩიპს, მის შესახებ არანაირი დადასტურებული ცნობა ჯერჯერობით არ არის, თუმცა არის ვარაუდი, რომ Huawei-ს ახალი მობილური ჩიპსეტი აგებული იქნება Cortex-A78 ბირთვების გამოყენებით. Apple A14 Bionic სავარაუდოდ მოხვდება iPhone 12 სერიის სმარტფონებში, HiSilicon Kirin კი წარმოდგენილი იქნება Huawei Mate 40-თან ერთად. https://3dnews.ru/1008632 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.