Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ჩანს, ჩინეთის ციფრული ვალუტის გამოშვების დრო მოახლოვდა. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg წერს, რომ ჩინეთის სახალხო ბანკმა თავის რჩეულ მომხმარებლებს ნება დართო დაიწყონ ახალი საგადახდო სისტემის ტესტირება. ტესტები ჯერჯეობით ტარდება ქვეყნის მხოლოდ ოთხ რეგიონში. 

image.jpeg 

ეს ინფორმაცია არ არის პირველი სიახლე იმის შესახებ, რომ ჩინეთი საკუთარ ეროვნულ ელექტრონულ საგადახდო სისტემას ქმნის. მაგალითად, ფინანსურ-ეკონომიკურმა ჟურნალმა Forbes მცირე ხნის წინ გვაცნობა, რომ ჩინეთის ეროვნული ბანკი გახდება ახალი კრიპტოვალუტის ემიტენტი და გაავრცელებს მას ქვეყნის უმსხვილე ფინანსურ დაწესებულებებში, ისეთებში, როგორებიაა ჩინეთის სასოფლო-სამეურნეო ბანკი და საწარმოო კომერციული ბანკი. განაწილება მოხდება აგრეთვე მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორისაც, როგორებიცაა Union Pay, Alibaba და Tencent. სწორედ მათ დაეკისრება მთელ ჩინეთში ციფრული ტოკენების გავრცელება. 

ახალი ვალუტის ფუნქციებში შევა არა მხოლოდ პირდაპირი გადახდები, არამედ ციფრული ტოკენების ნაღდ ფულზე გაცვლა და თანხის გადარიცხვები. ჩინელი ჩინოვნიკების აზრით ახალი ვალუტით შესაძლებელი იქნება წამში 300 ათასი ტრანზაქციის დამუშავება, მას არ დასირდება მუდმივი წვდომა ინტერნეტთან, თავსებადი იქნება უკვე არსებულ ელექტრონულ საგადახდო სისტემებთან, აგრეთვე გათავისუფლებული იქნება ბლოკჩეინ-არქიტექტურასთან დაკავშირებული უმეტესი ნაკლოვანებისგან. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.