Magdalena Posted April 15, 2020 Posted April 15, 2020 როგორც ჩანს, კომპანია AMD-ს Renoir-სერიის მობილური პროცესორების გამოშვება არ დაუსრულებია. ინტერნეტში გამოჩნდა ცნობა, რომ მზადდება ფლაგმანური 15-ვატიანი პროცესორი Ryzen 9 4900U. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი იქნება წინა ფლაგმან Ryzen 7 4800U-ის აჩქარებული ვერსია. პირველად Ryzen 9 4900U პროცესორის შესახებ ცნობა გაჟღერდა Lenovo-ს მიერ, რომელმაც იგი თავისი ერთ-ერთი ლეპტოპის მახასიათებლებში მოიხსენია. ამჯერად კი ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს იგი 3DMark-ისა და UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზებში. ტესტები ადასტურებს, რომ ამ პროცესორს აქვს 8 ბირთვი და 16 ნაკადი, ასევე მეორე და მესამე დონის 20 მბ ქეშ-მეხსიერება ჯამში. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1.8 გჰც-ის ტოლია ისევე, როგორც აქტუალური Ryzen 7 4800U პროცესორის შემთხვევაში. მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი 100 მეგაჰერცით მეტია და აღწევს 4.3 გჰც-ს. პარალელურად, Ryzen 9 4900U-ში გაზრდილია ინტეგრირებული გრაფიკის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე. Vega 8 მუშაობს 1800 მჰც სიხშირემდე, რაც 50 მჰც-ით მეტია Ryzen 7 4800U-თან შედარებით. როგორც ჩანს, Ryzen 9 4900U პროცესორში კომპანია AMD რჩეულ კრისტალებს გამოიყენებს, რომელთაც შეუძლიათ გაცილებით მაღალ სიხშირეზე მუშაობა იმავე ძაბვასა და ენერგომოხმარების მცირე დონეზე. https://3dnews.ru/1008411 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.