Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ჩანს, კომპანია AMD- Renoir-სერიის მობილური პროცესორების გამოშვება არ დაუსრულებია. ინტერნეტში გამოჩნდა ცნობა, რომ მზადდება ფლაგმანური 15-ვატიანი პროცესორი Ryzen 9 4900U. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იგი იქნება წინა ფლაგმან Ryzen 7 4800U-ს აჩქარებული ვერსია. 

image.jpeg 

პირველად Ryzen 9 4900U პროცესორის შესახებ ცნობა გაჟღერდა Lenovo-ს მიერ, რომელმაც იგი თავისი ერთ-ერთი ლეპტოპის მახასიაებლებში მოიხსენია. ამჯერად კი ინტერნეტ-წყაროებმა აღმოაჩინეს იგი 3DMark-ისა და UserBenchmark-ის მონაცემთა ბაზებში. 

image.jpeg 

ტესტები ადასტურებს, რომ ამ პროცესორს აქვს 8 ბირთვი და 16 ნაკადი, ასევე მეორე და მესამე დონის 20 მბ ქეშ-მეხსიერება ჯამში. საბაზისო ტაქტის სიხშირე 1.8 გჰც-ის ტოლია ისევე, როგორც აქტუალური Ryzen 7 4800U პროცესორის შემთხვევაში. მაქსიმალური Turbo-სიხშირე კი 100 მეგაჰერცით მეტია და აღწევს 4.3 გჰც-ს. 

image.jpeg 

პარალელურად, Ryzen 9 4900U-ში გაზრდილია ინტეგრირებული გრაფიკის მაქსიმალური ტაქტის სიხშირე. Vega 8 მუშაობს 1800 მჰც სიხშირემდე, რაც 50 მჰც-ით მეტია Ryzen 7 4800U-ან შედარებით. როგორც ჩანს, Ryzen 9 4900U პროცესორში კომპანია AMD რჩეულ  კრისტალებს გამოიყენებს, რომელაც შეუძლია გაცილებით მაღალ სიხშირეზე მუშაობა იმავე ძაბვასა და ენერგომოხმარების მცირე დონეზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.