Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ADATA Technology-მ დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების ახალი მოდულები. ეს პროდუქტები მიეკუთვნება კორპორატიულ კლასს და მათი გამოყენება შესაძლებელია სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობებში, ვიდეოდაკვირვების სისტემებში, სამედიცინო მოწყობილობებში, ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებსა და საწარმოო სისტემებში. 

DDR-3200 სტანდარტის მოდულები მუშაობს 1.2 ვოლტ ძაბვაზე. მოცულობა 32 გიგაბაიტს შეადგენს. 

image.jpeg 

მეხსიერების მოდულები წარმოდგენილი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებში: U-DIMM, SO-DIMM, R-DIMM, ECC-DIMM და ECC SO-DIMM. ცნობილია, რომ ისინი თავსებადი იქნება მესამე თაობის AMD Ryzen-სა და მეათე თაობის Intel Core პლატფორმებთან. 

image.jpeg 

32-გიგაბაიტიანი ADATA DDR4-3200 მოდულები საიმედოობის მაღალი დონით ხასიათდება. კერძოდ, მათ შეუძლიათ ფუნქციონირება მომატებული ტენიანობის პირობებშიც. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი მოიცავს მინუს 40-დან +85 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას. 

პროდუქტები ყოველმხრივ ტესტირებებს გადიან, რაც მაი საიმედოობისა და სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა. ახალი მოდულბის ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.