Magdalena Posted April 14, 2020 Posted April 14, 2020 კომპანია ADATA Technology-მ დააანონსა DDR4 სტანდარტის ოპერატიული მეხსიერების ახალი მოდულები. ეს პროდუქტები მიეკუთვნება კორპორატიულ კლასს და მათი გამოყენება შესაძლებელია სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობებში, ვიდეოდაკვირვების სისტემებში, სამედიცინო მოწყობილობებში, ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებსა და საწარმოო სისტემებში. DDR-3200 სტანდარტის მოდულები მუშაობს 1.2 ვოლტ ძაბვაზე. მოცულობა 32 გიგაბაიტს შეადგენს. მეხსიერების მოდულები წარმოდგენილი იქნება შემდეგ მოდიფიკაციებში: U-DIMM, SO-DIMM, R-DIMM, ECC-DIMM და ECC SO-DIMM. ცნობილია, რომ ისინი თავსებადი იქნება მესამე თაობის AMD Ryzen-სა და მეათე თაობის Intel Core პლატფორმებთან. 32-გიგაბაიტიანი ADATA DDR4-3200 მოდულები საიმედოობის მაღალი დონით ხასიათდება. კერძოდ, მათ შეუძლიათ ფუნქციონირება მომატებული ტენიანობის პირობებშიც. სამუშაო ტემპერატურის დიაპაზონი მოიცავს მინუს 40-დან +85 გრადუს ცელსიუსამდე ტემპერატურას. პროდუქტები ყოველმხრივ ტესტირებებს გადიან, რაც მათი საიმედოობისა და სტაბილური მუშაობის გარანტიას იძლევა. ახალი მოდულების ფასის შესახებ ამჟამად ცნობილი არაფერია. https://servernews.ru/1008305 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.