Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ის დისკრეტული ვიდეო დაფის გამოსლის შესახებ უკვე დიდი ხანია ცნობილია. წინასწარი შეფასებებით 2020 წლის ბოლოს გველოდება მეტად ბიუჯეტური ვარიანტი, რომელიც არ გვევლინება ბაზრის მნიშვნელოვანი წილის პრეტენდენტად. არსებობს მოსაზრება, რომ კომპანიას სურს მოსინჯოს ბაზარი, შეისწავლოს მისი სპეციფიკა და ზრდის შესაძლებლობები. ამასთან, ადრე ვრცელდებოდა ცნობები Intel-ის დაუჯერებლად მძლავრი ვიდეო დაფის გამოსვლის შესახებ, რომელსაც კომპანიის ხელმძღვანელმა უწოდა „ყველა გრაფიკული ჩიპის მამა“. 

image.png 

ახალი ინფორმაცია აღმოჩენილ იქნა ღია წყაროებში. ვიდეო დაფა ფიგურირებს სახელით - Gen 12 HP. ექსპერტების აზრით იგი მიეკუთვნება Intel Xe-HP DG2 ხაზს, რომელიც იმაზე მძლავრი იქნება, ვიდრე აქამდე იყო მოსალოდნელი. ნავარაუდევია რამდენიმე ვარიანი, ერთ-ერთი მათგანი ამგვარად გამოიყურება: 16 384 ნაკადური პროცესორი, 36 TFLOP წარმადობა და 500 ვატამდე ენერგომოხმარება. 

image.png 

ექსპერტები აგრეთვე აცხადებენ, რომ ამ დრომდე არსებული ცნობების თანახმად Intel Xe-HP DG2 იქნება NVIDIA Ampere არქიტექტურის მსგავსი. ვიდეო დაფების გამოსვლის თარიღის შესახებ ცნობილი არაფერია. სავარაუდოდ ისინი დამზადებული იქნება 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, რაც მაღალი პოტენციალის გამოვლინების საშუალებას მისცემს სამომავლო გრაფიკულ ჩიპებს. 

Posted

ესე იგი უშვებენ გეიმერულ ვერსიებსაც, თავიდან ისე ჩანდა რომ მარტო ინტეგრირებული კარტების ჩანაცვლება უნდოდათ ინტეგრირებული ვეგებისთვის რომ გაეწიათ უფრო კონკურენცია, 7 ნანომეტრზე რომაა ეგ კი ვიცოდი, აქამდე უბრალოთ მცირე ინფოები იდებოდა ძლიერ მოდელებზე, მგონი ნვიდიაც 7 ნანოზეა ამპერე, თუ ეგ 10 მარტო სექტემბერში რომ უნდა დაანონსოს ნვიდიამ 3000 სერია, ცალკე ჰალვინგი ახლოვდება, ცალკე კორონავირუსის პრობლემაც მოქმედებს, რომელმაც შეიძლება სერიოზული დესტაბილიზაცია გამოიწვიოს სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის კრიპრობაზარზეც

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.