Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla გახდა ბლოკჩეინ-აპლიკაციის ტესტირების ერთ-ერთი მონაწილე. პროექტის ხელმძღვანელია მიწოდების მართვის ტექნოლოგიების კომპანია CargoSmart Limited ჰონგ კონგიდან. 

Tesla-ს პარალელურად საპილოტე პროექტში მონაწილეობა მიიღეს COSCO SHIPPING LINES-მა  (COSCO) და Shanghai International Port Group-მა (SIPG). 

image.png 

შექმნილი აპლიკაცია განკუთვნილია საზღვაო გადამზიდავებსა და ტერმინალის ოპერატორებს შორის მონაცემა რეალურ დროში გაცვლისთვის. იგი საშუალებას იძლევა შემცირდეს და დაჩქარდეს ტვირთის მიმებისა და ექსპედიტორის შემოწმების ეტაპები. 

შედეგად გადამზიდავი კომპანიები შეძლებენ სწრაფად გაიტანონ თავიანთი ტვირთი ტერმინალიდან, რაც ხელს შეუწყობს ტვირთის გამგზავნს - გაცილებით სწრაფად მოახდინოს მიწოდება და უზრუნველყოს შესაბამისი ხარისხი მომსახურება. 

საპილოტე პროექტი გამოვიდა 2019 წლის დეკემბერში. მისი მეშვეობით Tesla-მ შეძლო პროდუქციის მიების პროცედურის დაჩქარება საიმედო და უსაფრთხო პლატფორმაზე, COSCO-მ და SIPG-მა კი გაამარტივეს ტვირთის გაცემის პროცესი სწრაფი მიწოდების ხარჯზე. 

ცნობილია, რომ მარტში CargoSmart-მა გააუმჯობესა საზღვაო კარიბჭეების დატვირთულობის ამსახველი აპლიკაცია, რომელიც ასევე ასახავს ტერმინალში პროდუქციის ჩამოსვლას და გაშვებას. ამან კომპანიას საშუალება მისცა უკეთ აკონტროლოს თავისი ტვირთი. 

ადრე გერმანულმა კონცერნმა BMW Group-მა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს პლატფორმა PartChain-ის ამოქმედება, რომლის მიზანია რეალურ დროში უზრუნველყოს იმ მაკომპლექტებლების მონაცემთა გამჭვირვალობა, რომლებიც კომპანიის ქარხნებს მიეწოდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.