Jump to content

Recommended Posts

Posted

ვიდეო დაფა AMD Radeon RX 5600 XT-ის გამოსვლის შემდეგ ბევრი ანალიტიკოსი ელოდა, რომ იგი გეიმერებს შორის პოპულარული გახდებოდა, თუმცა ფაქტია, სწრაფმა და ენერგოეფექტურმა ბარათმა თამაების მოყვარულები ვერ დააინტერესა, რასაც ვერ ვიტყვით მზარდი პოპულარობის მქონე RTX 2060 დაფაზე. როგორც ჩანს, ჩვენ წინაშეა ახალი ლიდერი, რომელიც GTX 1060 დაფის პოზიციას დაიკავებს. 

image.png 

Steam-ის ახალი სტატისტიკის თანახმად მარტში რამდენიმე ვიდეო დაფის პოპულარობის ზრდა შეინიშნებოდა. 0.53% მოაგროვა RTX 2060 დაფამ, 0.33% - RTX 2070-მა და 0.28% RTX 2070 SUPER ვიდეო ბარათმა. მათ მოსდევს NVIDIA-ს დაფების გრძელი ჩამონათვალი, რომელშიც AMD-ის 2019-2020 წლების ვერც ერთი ბარათი მოხვდა. ექსპერტების აზრით RTX 2060-ის პოპულარობა განაპირობა ფასის 300 აშშ დოლარამდე შემცირება, რის გამოც ბევრმა მომხმარებელმა გადაიფიქრა Radeon RX 5600 XT ბარათის შეძენა და  უპირატესობა „მწვანე კომპანიას“ მიანიჭა. 

image.png 

რაც შეეხება მცირე ინფორმაციას პროცესორებზე: Steam-ის სტატისტიკის შესწავლის შედეგად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახალი კომპიუტერების მქონე გეიმერებს შორის ყველაზე მეტი იყენებდა ექვსბირთვიან Core i5-9400F პროცესორს. იგი მეტად საინტერესო ფასით ხასიადება, აქვს 6 სრულფასოვანი ბირთვი და წარწერა „Intel” შეფუთვაზე, რაც მომხმარებლისთვის ხშირად იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე AMD-ის ათასობით ტესტი და ახალ ტექნოლოგიებში ადებული მილიონობით ინვესტიცია. 

image.png 

ერთი რამ ცხადია, გეიმერები უპირატესობას კვლავ „ლურჯ-მწვანე ფერებს“ ანიჭებენ და აიგნორებენ AMD-ს, რადგან უფრთხიან დრაივერების პრობლემასა და პოტენციალს, რომელიც როდის გამოვლინდება არავინ იცის. თამაშებისთვის ყიდულობენ იმას, რაც „მუშაობს აქ და ახლა“.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.