Jump to content

Recommended Posts

Posted

ფონდების მართვის კომპანია VanEck Global-ის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში Bitcoin-ი სულ უფრო მეტად კორელირებს ოქროსთან კრიზისის ფონზე, რომელიც COVID-19-ის პანდემიითაა გამოწვეული. ეს კი ამყარებს კრიპტოვალუტის - როგორც საიმედო აქტივის სტატუსს. 

კომპანიის სპეციალისტების გუნდის მიერ ჩატარებული კვლევის ანგარიშში ნათქვამია: 

Bitcoin-ის ოქროსთან კორელაციამ ამ დრომდე არნახულ დონეს მიაღწია. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამარტივებს მის, როგორც საიმედო აქტივის, განხილვას და აამაღლებს ციფრული ქროს ხარისხის პოტენციალს“. 

ამასთან, გრძელვადიან პერსპექტივაში მაჩვენებელი დაბალია: 

image.png 

ექსპერტებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ გაიზარდა კორელაცია პირველი კრიპტოვალუტის ფასის მოძრაობასა და ამერიკული ობლიგაციების ღირებულებას შორის, რომელიც ტრადიციულად საფონდო ბირჟაზე გაყიდვების დროს ინვესტორებისთვის უსაფრთხო თავშესაფარს წარმოადგენდა.  

Bitcoin-ის საინვესტიციო მიმზიდველობის მხრივ VanEck-ის ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ 60% აქციებისა და 40% ობლიგაციების მქონე პორტფელში ციფრული აქტივის დამატება მნიშვნელოვნად შეამცირებს მის მერყეობას. თუმცა ამისთვის ამჟამად აშშ-ში არ არის ხელმისაწვდომი საბირჟო ფონდები (ETF) წამყვანი კრიპტოვალუტის ბაზაზე -  აცხდებენ ანალიტიკოსები. 

VanEck ადრე ცდილობდა მიეღო SEC-ის თანხმობა - აემოქმედებინა Bitcoin-ETF SolidX-თან ერთად. გასულ წელს კომპანიამ განმეორებითი განაცხადი შეიტანა, თუმცა იგი სექტემბერში უკან გამოტანა მარეგულირებელი ორგანოს მხრიდა გაურკვევლობის გამო. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.