Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Xiaomi გაყიდვაში უშვებს RedmiBook 14 Ryzen Edition-ს. ლეპტოპები დაანონსდა 2019 წლის ოქტომბერში და გვევლინებოდა, როგორც მძლავრი მოწყობილობები ხელსაყრელ ფასად. ამჟამად მათი წინასწარი შეკვეთა ჯერჯერობით შესაძლებელია ჩინეთში, გაყიდვები კი 9 აპრილიდან დაიწყება.  

image.jpeg 

 

თავდაპირველად RedmiBook 14 გამოდიოდა Intel Core პროცესორებით. AMD Ryzen პროცესორების მქონე ახალ ლეპტოპებში კვლავ წარმოდგენილია 14-დუიმიანი დისპლეი, რომელიც კორპუსის 81.2%-ს იკავებს. ახალ ლეპტოპებს აქვთ Dolby DTS ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

RedmiBook 14 Ryzen Edition პროცესორების მხრივ ორ ვერსიად გამოვა: მოდელი AMD Ryzen 5 3500U ჩიპითა და მეორე ვერსია - Ryzen 7 3700U პროცესორით. ორივე მათგანს ექნება 8/16 გბ ოპერატიული და 512 გბ შიდა მეხსიერება. 

Xiaomi-მ განაცხადა, რომ მოწყობილობებში მხარდაჭერილი იქნება ახლი ფუნქცია - ფაილების გადაცემა Xiaomi, Oppo და Vivo ბრენდებს შორის. ეს ფუნქცია მიმდინარე წელს ამოქმედდა დასახელებულ კომპანიებს შორის თანამშრომლობის შედეგად. მისი გამოყენებით შესაძლებელია ლეპტოპებსა და სმარტფონებს შორის ფაილების, ათასზე მეტი მაღალი ხარისხის ფოტო-ვიდეოს მომენტალურად  გადაცემა ფაილის ზომის შეზღუდვის გარეშე. 

რაც შეეხება ფასს, RedmiBook 14 ლეპტოპის ვერსია, რომელსაც ექნება AMD Ryzen 5 პროცესორი და 8+512 გბ მეხსიერება, გაიყიდება 465 აშშ დოლარად. უფროსი ვერსია AMD Ryzen 7 პროცესორითა და 16+512 გბ მეხსიერებით გაიყიდება დაახლოებით 565 აშშ დოლარად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.