Jump to content

Recommended Posts

Posted

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ კორონავირუსის პანდემია დააჩქარებს ონლაინ-გადახდების გავრცელებასა და აქტუალურს გახდის  ეროვნულ ციფრულ ვალუტებთაბ დაკავშირებულ საკითხებს.  

BIS-ის ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ COVID-19 ცვლის ფართო საზოგადოების დამოკიდებულებას ნაღდი ფულის მიმართ მიუხდავად სამეცნიერო საზოგადოებაში არსებული მოსაზრებისა, რომ ბანკნოტების მეშვეობით ვირუსის გადაცემა ნაკლებ სარწმუნოა. 

image.jpeg 

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ დასაწყისისთვის ქვეყნებს შეუძლიათ გააფართოვონ ციფრული საანგარიშსწორებო ინფრასტრუქტურა ონლაინ, მობიური და უკონტაქტო ოპერაციების მოცულობის გაზრდით. უმცა, ციფრული ვალუტების მასობრივმა დანერგვამ შესაძლოა მეტად სერიოზული გავლენ იქონიოს ხანდაზმული ასაკის მილიონობით მოსახლეზე, აგრეთვე იმ პირებზე, ვინც მოწყვეტილია საბანკო სისტემებს. 

თუკი შეწყდება ნაღდი ფულის, როგორც საანგარიშწორებო რესურსის, გამოყენება, ამან შესაძლოა საზოგადოება შუაზე გაყოს - ერთ ნაწილად, რომელსაც აქვს წვდომა ციფრულ გადახდებზე და მეორე მხარე, რომელსაც ამგვარი სახის წვდომა არ გააჩნია“ -  აცხადებენ მკვლევარები. 

ორგანიზაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ CBDC-ს შეუძლია დააკმაყოფილოს საზოგადოების მოთხოვნები ციფრული ანგარიშსწორების კუთხით. თუმცა ცენტრალურ ბანკებს მოუწევთ ადაპტირდნენ ამჟამად არსებულ სიტუაციაზე, გახადონ საგადახდო ოპერაციები უკონტაქტო და თანაც საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.