Jump to content

Recommended Posts

Posted

შესაკვეთად უკვე ხელმისაწვდომია საინტერესო ერთდაფიანი კომპიუტერი - Odyssey X86J4105800, რომელიც წარმოდგენილია პლატფორმა SEEED Studio-ზე 190 აშშ დოლარად. 

image.jpeg 

კომპიუტერის ზომა 110 × 110 მილიმეტრია. საფუძვლად უდევს პლატფორმა Intel Gemini Lake: დაფა დაკომპლექტებულია 14-ნანომეტრიანი Celeron J4105 პროცესორით, რომელიც შეიცავს ოთხ ბირთვს 1.5 გჰც სიხშირით (დინამიურად 2.5 გჰც-მდე გაზრდის შესაძლებლობით) და გრაფიკულ ამაჩქარებელს - Intel UHD Graphics 600. 

LPDDR4 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 8 გბ-ს შეადგენს. აღჭურვილობაში შედის უსადენ კავშირების ადაპტერები - Wi-Fi 802.11a/b/g/n/ac (2,4/5 გჰც) და Bluetooth 5.0, აგრეთვე ორპორტიანი ქსელური ადაპტერი Gigabit Ethernet. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომ ინტერფეისებში შედის თითო USB 3.1 Type-C და USB 3.1 Type-A, ორი პორტი USB 2.0 Type-A, HDMI 2.0a პორტი, კონექტორი M.2 2242/2280 და სლოტი microSD ბარათისთვის. 

მინი-კომპიუტერს შეუძია იმუშაოს Windows და Linux ოპერაციულ სისტემებთან. უფრო მეტიც, უზრუნველყოფილია თავსებადობა პლატფორმა Arduino-სთან - შესაბამის ფუნქციონალზე პასუხისმგებელია პროცესორი Microchip ATSAMD21G18 ARM Cortex M0+.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.