Jump to content

Recommended Posts

Posted

პოპულარულმა კრიპტოსავალუტო ბირჟა Binance-მა დაადასტურა, რომ შეიძნა ბაზრის ლიდერი ანალიტიკური სერვისი CoinMarketCap. 

image.png 

Binance-ის ხელმძღვანელ Changpeng Zhao-ს თქმით CoinMarketCap-ის ხედვები, ეთიკა და კორპორატიული კულტურა, ასევე სერვისი გამჭვირვალობისკენ სწრაფვა და მომხმარებელზე ორინტირებულობა მის კომპანიასთან ჰარმონიაშია. იგი დარწმუნებულია, რომ ლიდერი სერვისის შეძენა ხელს შეუწყობს ინდუსტრიის განვითარებას. 

„ეს საშუალებას მოგვცემს გამოვიყენო ერთმანეთის ძლიერი მხარეები და ვიმოქმედოთ, როგორც ინფრასტრუქტურულმა პროვაიდერებმა კრიპტოვალუტების სფეროში“ - განაცხადა Zhao-მ. 

Binance-ის ბლოგში ნათქვამია, რომ გარიგების პირობების თანახმად CoinMarketCap-ის დამფუძნებელი ბრენდონ ჩეზი დატოვებს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა დარჩება მრჩევლის სახით. სერვისის დროებითი გენერალური დირექტორი გახდება სტრატეგიების ამჟამინდელი დირექტორი კერილინ ჩანი. 

გამომცემლობა The Block გათვითცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Binance-მა ინვესტიცია ჩადო ანალიტიკურ სერვისში და ასევე მიაწოდა BNB ტოკენების  გარკვეული რაოდენობა. 

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით გარიგების საფასური დაახლოებით 300 მლნ აშშ დოლარია და მხარეებს შორის მოლაპარაკება 2019 წლის ნოემბრიდან მიმდინარეობდა.  

ასევე ცნობილია, რომ Binance გეგმავს არსებითად შეცვალოს CoinMarketCap-ის ბიზნეს-მოდელი და უარი თქვას რეკლამაზე ყოველთვიური გადასახადების სასარგებლოდ. 

ანალიტიკური სერვისის წარმომადგნლები აცხადებენ, რომ არ აპირებენ ლისტინგისთვის საფასურის აღებას და მოუწოდებენ მომხმარებლებს - არ დაიჯერონ ჭორები და ზოგადად  დაუდასტურებელი ინფორმაცია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.