Jump to content

Recommended Posts

Posted

ამჟამად ადამიანებს განსაკუთრებით სჭირდებათ საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ, დაინახო ახლობლები და მეგობრები, დაესწრონ ვირტუალურ ღონისძიებებს სახლიდან გაუვლელად. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური გახდა კორონავირუსული პანდემიით გამოწვეული დაძაბული ვითარების დროს.  

კომპანია Facebook-მა გამოუშვა ტესტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლის აპლიკაცია Messenger-ის ვერსია დესკტოპ სისტემებისთვის. 

image.jpeg 

არსებობს უამრავი სერვისი და აპლიკაცია, რომელიც შეტყობინებების გაცვლისა და ვიდეოზარების განხორციელების საშუალებას იძლევა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია Facebook Messenger, რომელიც გამოიყენებოდა ვებ-ბრაუზერებსა და მობილურ მოწყობილობებში. ამჟამად Facebook-ის დეველოპერებმა გამოუშვეს ოფიციალური კლიენტი კომპიუტერებისთვის, რომლებიც მუშაობენ Windows ან macOS ოპერაციულ სისტემებზე. 

Messenger-ის დესკტოპ კლიენტი მომხმარებელს უზრუნველყოფს კომფორტული კომუნიკაციისთვის აუცილებელი ყველა ფუნქციით, რომელთა შორისაა ტესტური შეტყობინებებისა და ვიდეოზარების გაცვლა. მხარდაჭერილი იქნება notification-ები, სტიკერები, emoji-ები, GIF-ფაილები, აგრეთვე ჩატის სინქრონიზაცია მომხმარებლის სხვადასხვა მოწყობილობაზე. ხელმისაწვდომია ინტეგრირებული dark mode, რომელიც ღამით თვალებზე დატვირთვას ამცირებს. 

image.jpeg 

თუკი ვებ-ვერსიაზე მეტად უპირატესობას სრულფასოვანი აპლიკაციის გამოყენებას ანიჭებთ, Facebook Messenger-ის დესკტოპ კლიენტი აუცილებლად დაგაინტერესებთ. იგი ჩამოტვირთვისთვის უკვე ხელმისაწვდომია Microsoft Store-სა და Mac App Store-ში. 

Posted

კარგია მაგრამ ბევრი რამეა დასახვეწი. მაგალითად მინიმაიზ  თრეიში არ აქვს. უნდა მიპინო ტასკბარზე ან სტარტში იმისათვის, რომ გამოიძახო. ვერ ადებ პაროლს აპლიკაციას გაშვებაზე (ავტოლოქ არ აქვს) რაც სრული აბსურდია. უბრალოდ შეეძლოთ ენახათ viber, whatsupp, tekegram მერე რომ რ ფიქსონ და ამატონ ეს ყველაფერი

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.