Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA- დააანონსა GeForce RTX 20 SUPER სერიის გრაფიკული ამაქარებლები. ეს სერია შედგება შემდეგი მოდელებისგან: NVIDIA GeForce RTX 2080 SUPER, RTX 2070 SUPER და მათი Max-Q ვარიანტები. მათი ბირთვების კონფიგურაცია დესკტოპ-ვერსიების ანალოგიურია: მობილურ RTX 2080 SUPER-ს აქვს 3072 ბირთვი, RTX 2070 SUPER-ს კი - 2560. ისინი განსხვავდება გაზრდილი ტაქტის სიხშირეებით, კვებითა და GDDR6 მეხსიერებით, რაც დაბალი ენერგმოხმარებით ხასიათდება. NVIDIA RTX 2080 SUPER დესკტოპ ვარიანტისგან განსხვავებით, რომლის მეხსირების სიჩქარე 15.5 გბიტ/წმ-ია, მობილური ვერსიის სიქარეა 14 გბიტ/წმ. 

image.png 

მობილური ვიდეო დაფა GeForce RTX 2080 SUPER მუშაობს 1560 მჰც სიხშირეზე, მისი სიმძლავრე 150 ვტ+-ია. RTX 2080 SUPER Max-Q მოდელის სიხშირეა 1080ნ მჰც, სიმძლავრე - 90 ვატი. მობილური დაფა RTX 2070 SUPER მუშაობს 1380 მჰც-ზე, 115 ვატზე, მისი Max-Q ვარიანტის სიხშირე კი გახლავთ 1150 მჰც, სიმძლავრე - 90 ვატი.  

გარდა ამისა, ახალ მოდელებში მხარდაჭერილია NVIDIA Dynamic Boost რეჟიმები, პროცესორსა და გრაფიკულ პროცესორს შორის სიმძლავრის ბალანსირება, ტექნოლოგია Advanced Optimus და iGPU-dGPU სვიჩის გაუმჯობესებული ვერსია. NVIDIA ამ გრაფიკულ პროცესორბს განიხილავს მაღალი გაფართოების (1440p და მეტი) მქონე ლეპტოპებისთვის, განსაკუთრებით იმ მოდელებისთვის, რომელთა კადრის განახლების სიხშირე 300 ჰერცამდეა. ახალი GPU-ს მქონე გეიმინგ ლეპტოპები  2020 წლის 15 აპრილიდან გაიყიდება. 

მოსალოდნელია, რომ გამოვა ACER-ის, ASUS-ის, DELL-ის, Gigabyte-ის, HP-სა და Lenovo-ს ლეპტოპების ვერსიები. იხილეთ NVIDIA GeForce TURING mobile-ის ოფიციალური სერტიფიკაცია: 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.