Jump to content

Recommended Posts

Posted

2020 წლის პირველი კვარტლის შედეგების მიხედვით Bitcoin-ის ფასი 10% -ით დაეცა, თუმცა ტრადიციულ საფონდო ბირჟებთან შედარებით პირველ კრიპტოვალუტას უფრო წარმატებული შედეგები აქვს, წერს CoinDesk. 

შედარებისთვის, მითითებულ პერიოდში Nikkei 225 ინდექსი 20%-ით დაეცა, FTSE -  14%-ით, S&P 500 -  18 %-ით, რაც 1938 წლის შემდგომ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. image.png 

Bitcoin-ის ფასის გრაფიკი, 2020 წლის პირველი კვარტალი 

ასეა თუ ისე, ს ფაქტი, რომ წამყვანი ინდექსების ვარდნის ფონზე Bitcoin-მაც განიცადა ფასის შემცირება, სამომავლოდ ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ ბაზრებთან მიმარებაში მისი დაბალი კორელაციის საკითხს. 

„ნაჩქარევი იყო საუბარი Bitcoin-ის დაბალ კორელაციაზე საფონდო ბაზრების მიმართ. იყო მაღალი კორელაციის პერიოდები, მაგალითად 2018 წელს, როდესაც დეკემბერში Bitcoin-ის ფასი დაეცა აქციებთან ერთად. იყო სხვა პერიოდებიც, როდესაც შეინიშნებოდა გაზრდილი კორელაცია ოქროსთან“ - განაცხადა ბლოკჩეინ-კომპანია Arbol-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და უოლ-სტრიტის ყოფილმა ანალიტიკოსმა Siddhartha-Jah-მ. 

მას ეთანხმება დერივატივების ბირჟა Alpha5-ის დამფუძნებელიც: 

„ვფიქრობ, კორელაცია ყველა სახის აქტივებში კვლავ საკმაოდ მაღალია. ეს არის იმ სიტუაციის ნიშანი, როდესაც მაკროფაქტორები მიკროფაქტორებზე მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა მან. 

ამავე დროს ანალიტიკოსებმა არ იციან როდის არის მოსალოდნელი ბაზრების ზრდის განახლება. 

„როგორც წესი, რეცესია მიმდინარეობს დროის ხანგრძლივ პერიოდში - ზედიზედ 1-2 კვარტლის მანძილზე მაინც“ - განაცხადა ტრეიდინგ-პლატფორმა eToro-ს მმართველმა დირექტორმა. 

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პანდემიისგან მსოფლიო ეკონომიკაზე მიყენებული დარტყმა მომენტალური და უპრეცედენტო აღმოჩნა და ეს ფაქტი შესაძლოა კარგი სიახლე იყოს Bitcoin-ისთვის. 

„სულ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ფედერალური რეზერვების მიერ ხარჯების შემსუბუქების განაცხადმა შესაძლოა ინვესტორები აიძულოს - განიხილონ Bitcoin-ი, როგორც hedging-ის ინსტრუმენტი დოლარის გაუფასურების წინააღმდეგ“.  

გარკვეული პერიოდის წინ ანალიტიკოსმა ტონი ვეისმა ივარაუდა, რომ ბევრი ცენტრალური ბანკის მიერ ეკონომიკაში დამატებითი თანხების ჩადინება არ მიგვიყვანს „გიგანტურ დეპრესიამდე“. მისი აზრი გრძელვადიან პერსპექტივაში იგი დააზიანებს მათ, ვინც აირევს სახელმწიფოებრივ ფულს, ხოლო Bitcoin-ის მფლობელებისთვის კი ხელსაყრელი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.