Magdalena Posted April 1, 2020 Posted April 1, 2020 სტარტაპ Unstoppable Domains-თან თანამშრომლობის წყალობით Opera-მ მომხმარებლებს მისცა წვდომა დეცენტრალიზებულ ვებ-რესურსებზე. პარტნიორობის შედეგად ბრაუზერმა განახორციელა დომენების გაფართოება .crypto-ს ინტეგრაცია, რომელიც წარმოდგენილია ზემოთხსენებული სტარტაპის მიერ. ამგვარი ფუნქცია საშუალებას იძლევა Android-ისთვის განკუთვნილ აპლიკაციებში მომხმარებლებმა დაათვალიერონ დომენის ვებ-გვერდები, ასევე განახორციელონ კრიპტოსავალუტო გადახდები. „მსხვილმა ბრაუზერმა პირველად ჩართო იმ დომენების მხარდაჭერა, რომლებიც არ წარმოადგენს DNS-ის ნაწილს“ - აცხადებენ Unstoppable Domains-ში. სტარტაპის თანახმად ბლოკჩეინ-დომენები ინახება მფლობელების და არა რეგისტრატორი კომპანიების მიერ. დეცენტრალიზებული ვებ-გვერდები განთავსებულია პირინგ-ქსელებში და არა ქლაუდ-სერვისებში. ეს კი საშუალებას იძლევა განხორციელდეს ტრანზაქციები შუამავლების გარეშე და თავიდან იქნას არიდებული ცენზურა. Unstoppable Domains-ის წარმომადგენლები აღიარებენ, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ინტერნეტს ზღუდავენ, შეუძლიათ წვდომა დაბლოკონ დეცენტრალიზებულ ვებ-რესურსებზე. ჩვეულებრივი ვებ-გვერდების მსგავსად მათი გასხნა შესაძლებელი იქნება VPN-ის ან სხვა მსგავსი გადაწყვეტილების მეშვეობით. გასული წლის ოქტომბერში Opera-მ დაამატა Bitcoin-ანგარიშსწორების მხარდაჭერა Android-ვერსიაში. https://forklog.com/opera-pervym-iz-vedushhih-brauzerov-dobavil-podderzhku-detsentralizovannogo-domena/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.