Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-მ მოამზადა სატენდერო შეთავაზება Hawaiian Electric-ისთვის, რომელიც გახლავთ ჰავაიზე უმსხვილესი ელექტროენერგეტიკული კომპანია და ემსახურება შტატის 90%-ს. კომპანია ამუშავებს კუნძულ ოაჰუზე ენერგიის შეგროვების უდიდეს პროექტს. 

image.jpeg 

პროექტის მიზანია შეიქმნას დატვირთვის გადანაწილების სერვისები, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნას სარეზერვო ელექტროენერგიის წყაო ელექტრო ქსელისთვის. 

Tesla-ს შემოთავაზება მდგომარეობს ენერგიის შემნახველი სისტემა Megapack-ის 244 ერთეულის ამოქმედებაში, რომლის წარდგენა გასულ წელს მოხდა. Megapack მოიცავს  3 მვტ/სთ-მდე მოცულობასა და 1.5 მვტ სიმძავრის ინვერტორს. 

ეს კომპლექსი დაგროვებული ენერგის მოცულობით ექვსჯერ მეტი იქნება მსოფლიოში ამჟამად არსებულ უმძლავრეს სისტემაზე, რომელიც განთავსებულია სახრეთ ავსტრალიაში და აგებულია ასევე Tesla-ს მიერ. მისი სიმძავრეა 100 მვტ/129 მვტ/სთ. 

როგორც Hawaiian Electric აცხადებს, პროექტის ღირებულება შეადგენს 200-დან 300 მლნ აშშ დოლარამდე. საბოლოო გადაწყვეტილება მაისში იქნება მიღებული. 

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში Tesla კომპლექსის მშენებლობას დაიწყებს 2021 წლის მარტში, სისტემა კი 2022 წელს ამოქმედდება. 

ამჟამად კომპანია Tesla მუშაობს რამდენიმე სხვა მსხვილ პროექტზე, რომელთა შორისაა ენერგეტიკულ კომპანია Pacific Gas and Electric-თან (PG&E) ერთობლივი პროექტი ჩრდილოეთ კალიფორნიაში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.