Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ კონტრაქტი დადო კომპანია SpaceX-თან, რომლის თანახმადაც იგი განახორციელებს ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ტვირთის მიწოდებას მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ზე. 

image.jpeg 

ამრიგად, ილონ მასკის კომპანია გახდა პირველი კომერციული მომწოდებელი Gateway Logistics Services პროგრამის ფარგლებში. სადგურ Gateway-ს მიმართულებით სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებას სააგენტო NASA 2022 წლიდან გეგმავს. 

StaceX მოახდენს კრიტიკულად ჰერმეტიზებული და არაჰერმეტიზებული ტვირთის, ასევე Gataway-სთვის საჭირო აღჭურვილობისა და სამეცნიერო კვლევეისთვის აუცილებელი კომპონენტების მიწოდებას. მათ შორის იქნება აღჭურვილობა ნიმუშების ასაღებად და სხვა ნივთები, რომლებიც დასჭირდება კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს მთვარის ზდაპირზე ექსპედიციებისას“ -  მითითებულია NASA-ს ვებ-გვერდზე. 

SpaceX-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს სატვრთო კოსმოსური კაფსულის ახალ ვერსიას, სახელად Dragon XL-ს, რომელიც შეძლებს კოსმოსში გაიტანოს 5 მეტრულ ტონაზე მეტი ტვირთი. Dragon XL-ის გასაშვებად გამოყენებული იქნება სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაე მძლავრი რაკეტაა. 

2012 წლიდან SpaceX კოსმოსურ ხომალდ Cargo Dragon-ის მეშვეობით ახდენს ტვირთის ტრანსპორტირებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით NASA-ს ანალოგიური პროექტის ფარგლებში. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე განახორციელა რაკეტა Falcon Heavy-ს სამჯერ გაშვება. სუპერმძმე რაკეტის თითო გაშვება SpaceX-ს დაახლოებით 90-150 მლნ აშშ დოლარი უჯდება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.