Magdalena Posted March 30, 2020 Posted March 30, 2020 აშშ-ის აეროკოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ კონტრაქტი დადო კომპანია SpaceX-თან, რომლის თანახმადაც იგი განახორციელებს ეკიპაჟისთვის განკუთვნილი ტვირთის მიწოდებას მთვარის ახლომდებარე სადგურ Gateway-ზე. ამრიგად, ილონ მასკის კომპანია გახდა პირველი კომერციული მომწოდებელი Gateway Logistics Services პროგრამის ფარგლებში. სადგურ Gateway-ს მიმართულებით სხვადასხვა სახის ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებას სააგენტო NASA 2022 წლიდან გეგმავს. „StaceX მოახდენს კრიტიკულად ჰერმეტიზებული და არაჰერმეტიზებული ტვირთის, ასევე Gataway-სთვის საჭირო აღჭურვილობისა და სამეცნიერო კვლევებისთვის აუცილებელი კომპონენტების მიწოდებას. მათ შორის იქნება აღჭურვილობა ნიმუშების ასაღებად და სხვა ნივთები, რომლებიც დასჭირდება კოსმოსური სადგურის ეკიპაჟს მთვარის ზედაპირზე ექსპედიციებისას“ - მითითებულია NASA-ს ვებ-გვერდზე. SpaceX-მა განაცხადა, რომ გამოიყენებს სატვირთო კოსმოსური კაფსულის ახალ ვერსიას, სახელად Dragon XL-ს, რომელიც შეძლებს კოსმოსში გაიტანოს 5 მეტრულ ტონაზე მეტი ტვირთი. Dragon XL-ის გასაშვებად გამოყენებული იქნება სუპერმძიმე რაკეტა Falcon Heavy, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტაა. 2012 წლიდან SpaceX კოსმოსურ ხომალდ Cargo Dragon-ის მეშვეობით ახდენს ტვირთის ტრანსპორტირებას საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მიმართულებით NASA-ს ანალოგიური პროექტის ფარგლებში. გარდა ამისა, კომპანიამ უკვე განახორციელა რაკეტა Falcon Heavy-ს სამჯერ გაშვება. სუპერმძიმე რაკეტის თითო გაშვება SpaceX-ს დაახლოებით 90-150 მლნ აშშ დოლარი უჯდება. https://3dnews.ru/1007027 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.