Jump to content

Recommended Posts

Posted

ერთი კვირის წინ NVIDIA- გეიმერებს მოუწოდა მეცნიერებს დაეხმარონ კორონავირუსთან ბრძოლაში. კომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტ Folding @ home-ის შესახებ, რომელშიც გამოიყენება რიგითი მომხმარებლების აღჭურვილობები, რომლებიც ერთიანდება ერთ გამომთვლელ სისტემაში. ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია შეიტანოს თავისი წვლილი პლანეტის აღდგენაში, პროექტმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა: ცნობილია წინ მიმავალი კვლევების შესახებ ახალი ინფორმაცია. 

image.png 

გასულ კვირაში Folding @ home-თან დაკავშირებული სისტემების ერთიანმა წარმადობამ რეალურ დროში 100 პეტაფლოპსი შეადგინა (30 ათასი კომპიუტერი). ეს შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა მაინც არ იყო საკმარისი დასახული მიზნისთვის. 20 მარტის მონაცემებით კი პროექტს უკვე შეუერთდა 400 ათასი კომპიუტერი. სისტემების ამ რაოდენობამ უზრუნველჰყო 470 პეტაფლოპსი წარმადობის მაჩვენებელი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყველა მომხმარებელი ფლობდა ინფორმაციას კორონავირუსის პრობლემის შესახებ, თუმცა მოწოდებას მხოლოდ NVIDIA-ს თხოვნის შემდეგ გამოეხმაურნენ. 

image.png 

იმისათვის, რომ მივხვდეთ რამდენად ძლიერი ინსტრუმენტია პროექტის ხელში, ნიმუშად მოვიყვანოთ ინფორმაცია ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერის სიმძლავრის პიკის შესახებ, რაც 200 პეტაფლოპსს შეადგენს. ამგვარად, ჩვეულებრივი გეიმერების მიერ შეიქმნა ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე სისტემა, რაც აქამდე არსებულა. პროექტს შეუერთდა ათეულობით მსხვილი ტექნოლოიური ვებ-გვერდიც, რომლებმაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყეს როგორც სახლის, ასევე სამსახურის კომპიუტერებიდან. ამჯამად Folding @ home-მა აამოქმედა რამდენიმე სიმულაცია პროცესორებისა და ვიდეო დაფებისთვის, რომლებიც ეძებენ სუსტ წერტილს კორონავირუსის ცილაში. როგორც კი სისტემა შედეგს გამოიებს, ჩვენ აუცილებლად შეგატყობინებთ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.