Jump to content

Recommended Posts

Posted

GDC 2020-ის ზაფხულამდე გადავადების გამო Intel-მა ჩაატარა ვირტუალური პრეზენტაცია "Multi-Adapter with Integrated and Discrete GPUs". 

Intel-მა აღნშნა, რომ დისკრეტული გრაფიკული ბარათები ხშირად გამოიყენება პროცესორებით, რომელთაც ინტეგრირებული გრაფიკა აქვთ და კომპანიამ გამოიკვლია ისეთი შემთხვევები, როდესაც უახლესი ინტეგრირებული გრაფიკა Intel-ის პროცესორებში ამაღლებს სისტემის წარმადობის დონეს ისეთ შემთხვევებთან შედარებით, როცა ვიყენებთ მხოლოდ დისკრეტულ გრაფიკულ დაფას.  

ამგვარი შედეგი მიიღწევა ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორზე გარკვეული დატვირთვის გადატანის შედეგად. Intel-ის მეთოდოლოგია იმაში მდგომარეობს, რომ აამოქმედოს სიმულაცია ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორში (შეიდერის გამოთვლა), რათა დისკრეტულ პროცესორს მეტი შესაძებლობა მიეცეს გრაფიკაზე სამუშაოდ.  

Intel-ის კონცეფციის დადატურებას ხელი შეუწყო ნაწილაკების სიმულაციამ Microsoft D3D12-ში, სადაც განხორციელდა 4 მლნ ნაწილაკის მოდელირება Intel HD 530 გრაფიკისა და AMD Radeon RX 480 დისკრეტული გრაფიკული პროცესორის გამოყენებით. 

image.png 

Intel- მულტიადაპტერის გამოყენების სამი შესაძო მეთოდი აქვს. ერთ-ერთი მათგანია რენდერინგის ერთობლივი გამოყენება, თუმცა ეს მეთოდი არ გამოდგება ასიმეტრიული გრაფიკული პროცესორების შემთხვევაში. მეორე მეთოდია ინტეგრირებული გრაფიკის შემდგომი დამუშავება. მესამე მეთოდი გულისხმობს სამუშაო დატვირთვის „ასინქრონული გამოთვლების“ ინტეგრირებულ გრაფიკაზე შესრულებას - ასეთია ხელოვნური ინტელექტი, ფიზიკა, დეფორმაცია, ნაწილაკებისა და ჩრდილების მოდელირება. Intel თვლის, რომ ამგვარი მიდგომა საუკეთესოა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.