Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ვიცით, NVIDIA-ს სურდა GTC კონფერენციის ჩატარება და ამისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც შესაძლებელი იყო: გააძლიერა უსაფრთხოების დაცვის ზომები და სცადა ონლაინ-შოუს ჩატარება, თუმცა მიღბული ზომები უშედეგო აღმოჩნდა. კომპანიას კონფერენციაზე უნდა წარედგინა ახალი პრდუქტები, თუმცა კონფერენცია დაიხურა. 

image.png 

შესაბამისად, კარი სიახლე არ არის მათთვის, ვინც ელოდა, რომ მალე გამოვიდოდა RTX 3000 სერია Ampere გრაფიკული პროცესორებით: ეს პროდუქტები გავრცელებული ცნობების თანახმად სწორედ ზემოთხსენებულ კონფერენციაზე უნდა დაანონსებულიყო. ახალი ინფორმაციით მათი წარდგენა ვერ მოხერხდება მიმდინარე წლის ბოლომდე. ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია ორმა ფაქტორმა: პირველი - რაღა თქმა უნდა ეს გახლავთ კორონავირუსის პანდემია, მეორე ფაქტორი კი ჯერჯერობით დაუზუსტებელია და მხოლოდ ვარაუდის დონეზე არსებობს: შესაძლოა კომპანიამ გადაწყვიტა ცოტა მოიცადოს, დაელოდოს AMD Big Navi-ს გამოსვლას და შეაფასოს იგი. 

ამ ეტაპზე Ampere სერიის გრაფიკული პროცესორების შესახებ ვიცით ის, რომ ისინი დაფუძნებული იქნება 7-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე. სხვა მახასიათებლების შესახებ გავრცელებული არაოფიციალური ცნობები ჯერჯერობით ურთიერთგამომრიცხავია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.