Jump to content

Recommended Posts

Posted

აეროკოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ორბიტაზე გაუშვა 60 მიკროთანამგზავრისგან შემდგარი მორიგი ნაკადი პროექტის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პლანეტის მოშორებულ მხარეებში მცხოვრები პირების მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფას. 

image.png 

ვდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ რაკეტა Falcon 9- Starlink-თანამგზავრების ახალი ნაკადი უნდა გაეყვანა 15 მარტს, თუმცა უკანასკნელ მომენტში ფრენა გადაიდო რაკეტის ძრავის სიმძლავრესთან დაკავშირებული პრობლემის გამო.  

ეს გახლავთ Falcon 9-ის მეხუთე ფრენა, ამ დრომდე მან ოთხჯერ უკვე წაიღო ტვირთი ორბიტაზე. ამჯერად რაკეტა უნდა დაეშვას ატლანტის ოკეანეში არსებულ ავტონომიურ პლატფორმაზე. ცალკე მოხდება რაკეტის შემადგენელი ნაწილების დაჭერა. 

image.jpeg 

რაკეტის გაშვება განხორციელდა 08:16 EST-ზე ჯონ კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის 39A სასტარტო კომპლექსიდან, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს. კომპანიამ უკვე დაადასტურა, რომ 60 Starlink-თანამგზავრი ორბიტაზე წარმატებით გავიდა. 

  • Upvote 1
Posted

ცოტა ხანში აღარავის ეცლება და + აღარც რესურსი ექნება მსგავსი სამეცნიერო პროექტებისთვის. გადარჩენის რეჟიმში გადავიდა ცივილიზაცია...

ხელოვნური პანიკაა, თუ ბუნებრივი, მაგას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მიზეზზე მეტად დღეს მთავარი შედეგებია. ჩამოიშალა მსოფლიო და ძველებურად ვეღარასოდეს იქნება, რაც არ უნდა ოპტიმისტები ვიყოთ.

იყო ცხოვრება კორონამდე და, არის კორონას შემდეგ...

ფინიტა ლა კომედია

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.