Jump to content

Recommended Posts

Posted

ოპერაციული სისტემა Android-ის მფლობელებმა მიიღეს შესაძლებლობა დაამატონ სადებეტო ბარათი Coinbase Card უშუალოდ Google Pay საფულეში. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ბლოგში 

Google Pay-ს მეშვეობი მომხმარებლები შეძლებენ შეასრულონ სხვადასხვა სახის ანგარიშსწორება კრიპტოვალუტების ბალანსით. ამგვარად, Coinbase გახდა პირველი კომპანია, რომელიც განახორციელებს მობილურ გადახდებს ციფრულ ვალუტებში Google Pay-ს გამოყენებით. 

მსგავსი სერვისით სარგებლობისთვის საჭიროა Android-აპლიკაციის ჩამოტვირთვა, შესვლა Coinbase-ის ექაუნთში და Google Pay-ში ბარათის დამატება. Coinbase Card აპლიკაცია ასევე ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებლებისთვის. 

image.jpeg 

Coinbase Card-ის გამოყენებით Google Pay-ის მეშვეობით გადახდები ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, იტალია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ხორვატია, ჩეხეთი, პოლონეთი, დანია, ნორვეგია და შვედეთი. 

წლის ბოლოსთვის Coinbase აპირებს გააფართოვოს ზემოთხსენებული ფუნქციის მხარდაჭერის მქონე ევროპული ქვეყნების ჩამონათვალი. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში Coinbase-მა მიიღო Visa Principal Member-ის სტატუსი, რისი წყალობით კომპანიას მეტად აღარ უწევს გამოიყენოს გარე კომპანიების სერვისები Coinbase Card-ის გამოშვებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.